The full dataset viewer is not available (click to read why). Only showing a preview of the rows.
The information about the size of the dataset is not coherent.
Error code: UnexpectedError
Need help to make the dataset viewer work? Make sure to review how to configure the dataset viewer, and open a discussion for direct support.
doc_content
string | fetch_time
string | url
string | warc_filename
string | warc_record_length
float64 | warc_record_offset
float64 |
---|---|---|---|---|---|
კორონაცია: | 22 თებერვალი 1540 |
მმართ. დასაწყისი: | 9 მაისი 1538 |
მმართ. დასასრული: | 14 დეკემბერი 1542 |
წინამორბედი: | მადლენა ვალუა |
მემკვიდრე: | ფრანსუა დე ვალუა |
დაბ. თარიღი: | 22 ნოემბერი 1515 |
დაბ. ადგილი: | ბარ-ლე-დუკი,ლოთარინგია |
გარდ. თარიღი: | 11 ივნისი, 1560 ( 44 წლის) |
გარდ. ადგილი: | ედინბურგი, შოტლანდია |
მეუღლე: | ლუი II (ქ.1534-გ.1537) ჯეიმზ V (ქ. 1538- გ. 1542) |
შვილები: | ჯეიმზ სტიუარტი, რობერტ სტიუარტი და მარიამ სტიუარტი |
დინასტია: | გიზი (დინასტია) |
მამა: | კლოდ დე გიზი |
დედა: | ანტუანეტ დე ბურბონი |
მარი დე გიზი (ფრანგ. Marie de guise; დ. 22 ნოემბერი 1515 — გ. 11 ივნისი, 1560) — კლოდ დე გიზისა და ანტუანეტ დე ბურბონის პირველი შვილი. 1538-1542 წლებში შოტლანდიის დედოფალი, როგორც ჯეიმზ V-ის მეუღლე. მარიამ სტიუარტის დედა.
ადრეული ცხოვრება (1515-1537)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარი დე გიზი დაიბადა 1515 წლის 22 ნოებმერს ლოთარინგიის საჰერცოგოში. მან განათლება საფრანგეთის სამეფო კარზე მიიღო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა პრინცესებთან. 1533 წელს დაესწრო თვით ანრი დე ვალუასა და ეკატერინე მედიჩის გრანდიოზულ ქორწილს. 1534 წელს მშობლებმა მარი ჰერცოგ ლუი II-ს მიათხოვეს. ცნობილია, რომ მარიას მეუღლე შეუყვარდა და მას გულითად მეგობრადაც იხსენიებდა. 1537 წელს ლუი ეპიდემიას ემპსხვერპლა, რის გამოც მარი მეორედ უნდა გათხოვილიყო. მარი დე გიზს ხელი ერთდროულად ორმა მეფემ ჰენრი VIII-მ (ინგლისის მეფე) და ჯეიმზ V-მ (შოტლანდიის მეფე) შესთავაზა, ორივე მონარქს მეუღლე ახლად გარდაცვლილიყო და ისინიც ახალ საცოლეს ეძებდნენ. ასევე ჩვენამდე მოღწეულია წერილი რომლითაც ჯეიმზ V მარის ხელს სთხოვს და აცნობს შოტლანდიაში მიმდინარე მდგომარეობას:"მადამ, ჯერ მხოლოდ ოცდაშვიდი წლისა ვარ და ცხოვრება ისე მიმძიმს, როგორც მძიმე გვირგვინის ტარება... ადრე დაობლებული პატივმოყვარე დიდებულთა ტყვეობაში მოვექეცი. კარგა ხანს დუგლასთა ძლიერი გვარის ტყვე ვიყავი. მას შემდეგ მძულს ის გვარიცა და მისი გახსენებაც უსიამოვნო მოგონებას აღმიძრავს. არჩიბალდი, ენგასის გრაფი ,მისი ძმა ჯორჯი და ყველა მათი დევნილი ნათესავი ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებენ ინგლისის მეფეს. მთელს სახელმწიფოში არ მოიძებნება ისეთი დიდებული მათ რომ არ მოესყიდოთ ოქროთი და უსინდისო დაპირებებით. სულ მუდამ საფრთხის შიშში ვართ. არც ისა მჯერა, ოდესმე ჩემი ნება-სურვილი და სამართლიანი კანონები აღსრულდეს. ეს ძლიერ მაშინებს, მადამ და თქვენგან მოველი მხარდაჭერასა და რჩევას. უსახსროდ, საფრანგეთის მეფის ან ჩემი მდიდარი ეკლესიის მცირე მოწყალებით ვეცდები, გავამშვენიერო და განვაახლო ციხე-კოშკები, ავაგო გემები. მაგრამ ჩემი ბარონები მეფეში, ვისაც სურს ნამდვილი მეფე იყოს, საძულველ მეტოქეს ხედავენ, თუმცა სასოებას მანიჭებს საფრანგეთის მეფის მეგობრობა და მისი ჯარების მხარდაჭერა, ჩემი ხალხის ერთგულება, მაგრამ ვაი თუ ვერ ვძლიო ბარონებს. ვერა სიძნელე ვერ შემაკრთობდა, ჩემი ქვეყნისათვის სამართლიანობისა და მშვიდობისკენ გზა რომ გამეკაფა.ვფიქრობ, მიზანს მივაღწევდი, ჩემს დიდებულებს მოკავშირე რომ არ ჰყოლოდა. ინგლისის მეფე გამუდმებით შუღლს თესავს ჩვენს შორის. ხოლო მის მიერ ჩემს სახელმწიფოში დანერგილმა ერესმა მოიცვა ყველა წოდება, სამღვდელოებიდან დაწყყებული მდაბიოებამდე. ერთადერთი ძალა რომელსაც მე და ჩემი წინაპარნი ოდითგანვე ვეყრდნობოდით, იყო მოქალაქენი და წმინდა კათოლიკური ეკლესია. ახლა ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ დიდ ხანს იქნებიან ისინი ჩვენი დასაყრდენნი?. და გთოვთ მადამ გამომყვეთ ცოლად რათა დავიცვა ჩემი ქვეყანა და გაძლიერდეს ჩემი კავშირი რომთან და საფრანგეთთან, თქვენ ხომ საფრანგეთში უძლიერესი საგვარეულოს წარმომადგენელი ხართ. ამიტომ გთხოვთ გამომყევით ცოლად და ერთად გავაძლიეროთ შოტლანდია და დავამარცხოთ თავს გასული დიდებულები“. ამ წერილმა და იმ ფაქტმა, რომ ჰენრი VIII-ს საკუთარი ცოლი სიკვდილით ჰყავდა დასჯილი, მარი დე გიზი აიძულა ცოლად ჯეიმზს გაჰყოლოდა.
დედოფლობა შოტლანდიაში (1538-1542)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1538 წელს მარი დე გიზი ჩავიდა შოტლანდიაში, სადაც 18 მაისს მარია დე გიზი და ჯეიმზ V სტიუარტი დააქორწინეს, ეს ორივესათვის მეორე ქორწინება იყო. ამავე დღეს მარი შოტლანდიის დედოფლად აკურთხეს. 1540 წლის 22 მაისს მარიმ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ჯეიმზი დაარქვეს და ტახტის მემკვიდრედ აკურთხეს. 1541 წლის 12 აპრილს დედოფალმა მეორე ვაჟი გააჩინა რომელსაც რობერტი დაარქვეს, ვინაიდან რობერტი ძალიან სუსტი იყო და თვლიდნენ, რომ დიდ ხანს ვერ გასტანდა იმავე დღეს მონათლეს. ამ მოვლენებიდან მალევე ორივე ბავშვს განუკურნებელი სენი შეეყარათ და 1541 წლის 21 აპრილს ორივე ბავშვი გარდაიცვალა. ამ პერიოდში ურთიერთობები საშინლად გამწვავდა მეზობელ ინგლისთან,ამიტომაც 1541 წლის სექტემბერში ინგლისის მეფის წინადადებით ორგანიზება გაუკეთდა შოტლანდიისა და ინგლისის მეფეების შეხვედრას იორკში, თუმცა ჯეიმზს ტყვეობის შეეშინდა და შეხვედრაზე არ ჩავიდა. ამ ფაქტით განრისხებულმა ჰენრი VIII-მ უზარმაზარი არმია დაძრა შოტლანდიისაკენ.ჯეიმზ V-მ შეკრიბა შოტლანდიის ლაშქარი, თუმცა შოტლანდიის წარჩინებულთა უმრავლესობამ, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკით, უარი განაცხადა მასში მონაწილეობაში. განრისხებულმა მეფემ ჰანტლის გრაფი მოხსნა სარდლის თანამდებობიდან და 20 000-იანი არმიით დაიძრა ინგლისის საზღვრებისკენ. 1542 წლის 24 ნოემბერს შოტლანდიელთა მცირე რაზმი მეფის ფავორიტის ოლივერ სინკლერის მეთაურობით დამარცხდა სოლუე-მოსესთან ბრძოლაში. შოტლანდიელთა დანაკარგი უმნიშვნელო იყო, თუმცა მარცხმა გამოიწვია ჯარისკაცების მხრიდან მასობრივი დეზერტირობა და რამდენიმე ბარონის ინგლისის მხარეზე გადასვლა. იმედგაცრუებული და ყველასგან მიტოვებული მეფე დაბრუნდა თავის ფოლკლენდის სასახლეში. ყველაზე უარესი კი ისაა რომ მეფე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. ამ საშინელი სტრესის გამო ორსულად მყოფ მარი დე გიზს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და 1542 წლის 8 დეკემბერს დედოფალმა გოგონა გააჩინა, რომელსაც მარიამ სტიუარტი დაარქვეს. ამავე წლის 14 დეკემბერს მეფე ჯეიმზი გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდისათვის ტახტის რეალური მემკვიდრე არავინ იყო, ტახტზე ჩვილი მარიამი დასვეს.
არანის რეგენტობა (1542-1554)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შოტლანდიელთა დიდ ნაწილს არ ხიბლავდა იმის პერსპექტივა, რომ ტახტზე ჩვილი ბავშვი იჯდა, თანაც გოგონა. პოპულარული ლეგენდა, რომელიც პირველად ჩაიწერა ჯონ ნოქსმა, იუწყება, რომ სიკვდილის სარეცელზე მყოფმა ჯეიმზმა, როცა გაიგო, რომ მისმა ცოლმა ქალიშვილი შვა, ნაღვლიანად წამოიძახა, „ქალით მოვიდა, ქალითვე დასრულდება!“.სტიუარტების სახლმა შოტლანდიის ტახტი მიიღო შოტლანდიის მე-6 ლორდ-სტიუარდის, უოლტერ სტიუარტის ქორწინებით მარჯორი ბრიუსზე, რობერტ ბრიუსის (მოგვიანებით რობერტ I, შოტლანდიის მეფე) ქალიშვილზე. გვირგვინი ჯეიმზის ოჯახმა ქალის მეშვეობით მიიღო და ქალის გამოვე დაკარგავდა მას. ეს ლეგენდარული განცხადება მოგვიანებით მართლაც ახდა, ოღონდ არა მარიამის, არამედ მისი შთამომავლის, დედოფალ ანას დროს.დაბადებიდან მალევე მარიამი მოინათლა ახლომდებარე წმინდა მიქაელის ეკლესიაში. ხმები გავრცელდა, რომ იგი სუსტი და უსუსური იყო, მაგრამ ინგლისელმა დიპლომატმა, რალფ სადლერმა, როდესაც 1543 წლის მარტში ლინლითგოუს სასახლეში ჩვილი მარიამი იხილა, დაწერა: „it is as goodly a child as I have seen of her age, and as like to live“.იქიდან გამომდინარე, რომ ტახტზე ასვლისას მარიამი ჩვილი იყო, მის ზრდასრულობამდე შოტლანდია იმართებოდა რეგენტის მიერ. თავიდანვე გაჩნდა რეგენტობის მსურველი ორი მხარე: ერთი კათოლიკე კარდინალი ბიტონი, ხოლო მეორე — პროტესტანტი არანის გრაფი ჯეიმზ ჰამილტონი, რომელიც ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე იყო. ბიტონის პრეტენზიები ემყარებოდა გარდაცვლილი მეფის ანდერძს, რომელიც მოწინააღმდეგეებმა ყალბ დოკუმენტად შერაცხეს. არანმა, მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით, რეგენტობა მოიპოვა.შოტლანდიაში დაბრუნდნენ ემიგრანტი-დიდგვაროვნები — ინგლისთან კავშირის მომხრეები, რომლებიც განდევნეს ან გაიქცნენ ქვეყნიდან ჯეიმზ V-ის დროს, რომელიც პროფრანგულ პოლიტიკას ატარებდა. მათი დახმარებით რეგენტმა 1543 წლის იანვარში შექმნა პროინგლისური ხელისუფლება, შეწყვიტა პროტესტანტების დევნა და დაიწყო მოლაპარაკებები ახალგაზრდა დედოფლისა და ინგლისის ტახტის მემკვიდრის ქორწინებასთან დაკავშირებით. 1543 წლის ივლისში ეს მოლაპარაკებები დასრულდა გრინვიჩის ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც მარიამი ცოლად უნდა გაჰყოლოდა ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის ვაჟს, პრინც ედუარდს, რასაც მომავალში უნდა მოჰყოლოდა შოტლანდიისა და ინგლისის ერთი დინასტიის ქვეშ გაერთიანება. ამ დროისთვის — 1543 წლის 9 სექტემბერს — მარიამ სტიუარტი შოტლანდიის დედოფლად აკურთხეს სტერლინგის ციხესიმაგრეში.ძალისხმევამ შოტლანდიელი დიდგვაროვნების პროფრანგული პარტიისა, რომელსაც სათავეში ედგა კარდინალი ბიტონი და დედა დედოფალი, ასევე ჰენრი VIII-ის მოთხოვნამ, გადაეცათ მისთვის მარიამ სტიუარტი, გამოიწვია გადატრიალება შოტლანდიის პოლიტიკაში. 1543 წლის მიწურულს პროინგლისური ბარონები, რომლებსაც ანგუსის გრაფი მეთაურობდა, ჩაანაცვლეს, ხელისუფლებაში კი მოვიდნენ კარდინალი ბიტონი და მისი პროფრანგული ორიენტაციის მომხრეები. ამას არ შეიძლებოდა, რომ არ მოჰყოლოდა საპასუხო რეაქცია ინგლისის მხრიდან. 1544-1545 წლებში ინგლისის ჯარები ჰერტფორდის გრაფის მეთაურობით არაერთხელ შეიჭრნენ შოტლანდიაში, გაანადგურეს კათოლიკური ეკლესიები და გააღატაკეს შოტლანდიური მიწები. ამავდროულად ქვეყანაში ფართოვდებოდა პროტესტანტიზმის გავლენა, რომლის მიმდევრებსაც ინგლისთან დაახლოვება სურდათ. 1546 წლის 29 მაისს რადიკალური პროტესტანტების ჯგუფმა მოკლა კარდინალი ბიტონი და დაიპყრო სენტ-ენდრიუსის ციხე-სიმაგრე. შოტლანდიის ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა ამ სიტუაციას და დახმარების თხოვნით მიმართა საფრანგეთს.საფრანგეთის ჯარი შოტლანდიაში ჩამოვიდა 1547 წლის დასაწყისში. ჯარმა პროტესტანტები სენტ-ენდრიუსიდან განდევნა. ამის საპასუხოდ ინგლისის ჯარმა ხელახლა გადალახა ანგლო-შოტლანდიური საზღვარი და 1547 წელს გაანადგურა შოტლანდიელები პინკის ბრძოლაში. ჰენრი VIII-მ ბრძანა : „ მისი უდიდებულესობა ბრძანებს, ცეცხლითა და მახვილით მოისრას ყოველი. როს განძარცვავთ და გამოზიდავთ ნაალაფავს, გადაწვით ედინბურგი, მიწასთან გაასწორეთ... განძარცვეთ ჰოლირუდი და მრავალი ქალაქი და სოფელი ედინბურგის გარშემო. გადაწვით ლეიტი და სხვა ქალაქები, სადაც წინააღმდეგობას გადაეყაროთ, უმოწყალოდ ამოხოცეთ მამაკაცნი, დიაცნი და ჩვილნი“.ინგლისელებმა აიღეს შოტლანდიის ძირითადი ციხე-სიმაგრეები ლოტიანსა და ფერტ-ოფ-ტეის ნაპირებზე. 1547 წლის 10 სექტემბერს პინკის ბრძოლაში მთლად განადგურდა შოტლანდიელთა არმია, ინგლისელები მარიამ სტიუარტის ხელში ჩასაგდებად სტირლინგის ციხეში მივიდნენ მაგრამ იქ აღანავინ დახვდათ.დედა-დედოფალმა მარი დე გიზმა ბავშვი მენინტის ტბის ერთ პატარა კუნძულზე მდებარე ინჩმეხის მონასტერში გადამალა, ღვთისმოშიშ მონაზვნებთან რომლებიც მათ არ უღალატებდნენ. ინგლისელებმა ამგვარად დაიმორჩილეს შოტლანდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ამ დროისთვის საფრანგეთის ტახტზე ავიდა ანრი II — ინგლისთან გადამწყვეტი ბრძოლის მომხრე. მისი შეთავაზებით 1548 წლის 7 ივნისს ხელი მოეწერა დედოფალ მარიამ სტიუარტისა და საფრანგეთის პრინც ფრანსუას ქორწინებას. შოტლანდიაში გადასხეს საფრანგეთის ჯარი, რომელმაც 1550 წლისთვის პრაქტიკულად შეძლო ინგლისელების ქვეყნიდან გაძევება. 1548 წლის 7 აგვისტოს დედოფალმა მარიამ სტიუარტმა, რომელსაც იმ დროისთვის ხუთი წელი შეუსრულდა, საფრანგეთში გაცურა.იგი 12 აგვისტოს უკვე საფრანგეთში იყო სადაც მას საზეიმოდ დახვდნენ და საუკეთესო განათლებით უზრუნველყვეს. მარიამ სტიუარტს საფრანგეთში 4 ფრეილინა გააყოლა მარია დე გიზმა. ეს ფრეილინები იყვნენ :მერი ბიტონი, მერი ფლემინგი, მერი ლივინგსტონი და მერი სეტონი.
მარია დე გიზის რეგენტობა შოტლანდიაში (1554-1560)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1554 წელს მარი დე გიზმა მოახერხა ლორდი არანისათვის რეგენტის ტიტული ჩამოერთმია და შოტლანდიის რეგენტი თავად გახდა. მარი დე გიზის შოტლანდიაში რეგენტობა ხასიათდება ფრანგული გავლენის ზრდით. მარი დე გიზმა საფრანგეთიდან თავდაცვის მიზნით გამოიხმო ათასობით ფრანგი ჯარისკაცი თითქმის ყველა შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში განალაგა. 1558 წლის 24 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მარიამ სტიუარტი და საფრანგეთის დოფინი ფრანსუა დე ვალუა დაქორწინდნენ. საქორწინო კონტრაქტის საიდუმლო მუხლის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ მარიამ სტიუარტი ისე გარდაიცვლებოდა, რომ შვილი არ ეყოლებოდა შოტლანდია ავტომატურად გადადიოდა საფრანგეთის მეფის განკარგულებაში. ამ ამბავმა შოტლანდიური არისტოკრატიის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ამას გარდა შოტლანდიაში გავრცელდა პროტესტანტიზმი. ამ ორი პირობის გათვალისწინებით შოტლანდია ორად გაიხლიჩა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ რაც ინგლისის ტახტზე პროტესტანტი დედოფალი ელისაბედ I ადის. ელისაბედი ჩუმად ამარაგებდა და აქეზებდა შოტლანდიელ პროტესტანტებს. რომის კათოლიკური ეკლესიის კანონების მიხედვით ელისაბედი უკანონო შობილად ითვლებოდა და კათოლიკეები მიიჩნევდნენ, რომ მას ინგლისის ტახტზე უფლებები არ ჰქონდა. ეს დრო იხელთა მარიამ სტიუარტმა და ინგლისის ტახტზე პრეტენზია გამოთქვა იქიდან გამომდინარე, რომ მარიამი მარგარეტ ტიუდორის შვილიშვილი იყო და მარგარეტი ჰენრი VII-ის ქალიშვილი იყო, თუმცა პრეტენზია პრეტენზიად დარჩა და ამას ტახტისათვის ომი არ მოჰყოლია. თუმცაღა ამ პრეტენზიამ უიმედოდ გააფუჭა ურთიერთობეი ინგლისთან. 1559 წლის 10 ივლისს საფრანგეთის მეფე ანრი II გარდაიცვალა და ტახტზე ფრანსუა II ადის მარიამ სტიუარტთან ეთად. შოტლანდიის ყველაზე ძლიერმა და წარჩინებულმა ლორდებმა 1559 წლის მაისში, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში მოაწყვეს დიდი აჯანყება. ისინი მოითხოვდნენ ,რომ ფრანგებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ შოტლანდია და ტახტიდან გადამდგარიყო მარი დე გიზი. მარი დე გიზი სასწრაფოდ გაიქცა ედინბურგიდან და თავი დუნბარიის ციხესიმაგრეს შეაფარა და საფრანგეთში მყოფ შვილს სასწრაფო დახმარება სთხოვა. მარიამ სტიუარტმა და ფრანსუა II-მ სასწრაფოდ გაგზავნეს დიდი ჯარები შოტლანდიაში აჯანყების ჩასახრშობად. 1559 წლის ბოლოს საფრანგეთმა კვლავ განაახლა კონტროლი შოტლანდიაში და რეგენტად ისევ მარი დე გიზი დასვეს. მალე შოტლანდიელმა დიდებულებმა დაიწყეს ახალი დამხმარის ძებნა და იპოვნეს კიდეც ინგლისის დედოფალი ელისაბედ I ტიუდორი. ელისაბედი განაწყენებული იყო მარია სტიუარტზე და უნდოდა შოტლანდიის დაპყრობა ისევე როგორც ნებისმიერ ინგლისის მმართველს. ელისაბედი ეხმარებოდა შოტლანდიელებს ინტრიგების მოწყობაში მარი დე გიზის წინააღმდეგ. ამის გამო მარიამ სტიუარტმა თავისი ნათესავური კავშირის გამო ინგლისის ტახტზე პრეტენზია კვლავ გამოთქვა. მარიას უამრავი ინგლისელი კათოლიკე უჭერდა მხარს ხოლო ელისაბედს კი შოტლანდიელი პროტესტანტები. 1560 წლის იანვარში ინგლისური ფლოტის ბლოკდა შევიდა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგის პორტ ლეიტში. ინგლისური ფლოტი მოიცავდა 6000 ჯარისკაცს და 3000 მხედარს. მიუხედავად ინგლისელთა სიმრავლისა ფრანგული არმია უფრო კარგად იყო ორგანიზებული და უფრო უკეთეს პოზიციაზეც იდგა. მაგრამ ამას დაემთხვა საფრანგეთის შიდა არეულობები და ეკონომიკური გაჭირვება. ამიტომაც ედინბურგში მყოფ ფრანგების ჯარს მხოლოდ შოტლანდიელთა მცირე ამალა ეხმარებოდა. საფრანგეთში იყო არანაკლებ რთული სიტუაცია ამიტომაც ფრანსუა თავის დაცვაზე უფრო ფიქრობდა ვიდრე ედინბურგის დახმარებაზე. 1560 წლის 6 ივლისს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ჯარები სამუდამოდ ტოვებდნენ შოტლანდიას. თუმცა მმართველად მაინც მარი დე გიზი და მარია სტიუარტი რჩებოდნენ. მალე გათამამებულმა შოტლანდიის პროტესტანტებმა დედოფალ მარია სტიუარტს და მეფე ფრანსუა II დე ვალუას მოსთხოვეს ხელის მოწერა საბუთზე რომლის მიხედვითაც შოტლანდია პროტესტანტულად ცხადდებოდა. თუმცა მათ ხელის მოწერაზე უარი თქვეს და შოტლანდია კვლვ კათოლიკედ რჩებოდა. 1560 წლის 11 ივლისს მარი დე გიზი გარდაიცვალა, 44 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარი დე გიზი“ ვიკისაწყობში.
- მარია დე გიზი Undiscovered Scotland-ზე (ინგლისური) | 2019-10-22 12:09:34 | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%94_%E1%83%92%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987817685.87/warc/CC-MAIN-20191022104415-20191022131915-00250.warc.gz | 29,017 | 544,210,596 |
სამსახურებრივი მოვალეობისას დაშავებული კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა
პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი მოპრობის მსხვერპლს სახელმწიფო ყოველწლიურად ექსპერტიზის ჩატარებას ავალდებულებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე კახეთის რეგიონულ ოფისში (გურჯაანი)
'ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)' აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე
მსჯავრდებულმა ქალმა წამების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას | 2019-10-15 14:19:34 | http://humanrights.ge/index.php?a=archive&catid=11&lang=geo&month=4&year=2003 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986659097.10/warc/CC-MAIN-20191015131723-20191015155223-00287.warc.gz | 6,824 | 79,401,682 |
რუსეთში ძალაუფლების მთელი ისტორიის მანძილზე ეკატერინა ზაიტევას მესამე ათლეტი გახდა, რომელმაც შეძლო 200 კგ წონით მოხსნას, რისთვისაც მან რუსეთში ყველაზე ძლიერი ქალი ტიტული მოიგო.
ახალგაზრდა ურალის სპორტსმენი ეკატერინა ზაიტევას შეეძლო ნეკრასოვის ნამუშევრების ჰეროინის პროტოტიპი, რომელმაც ქალების აღფრთოვანება გამოიწვია რუსულ სოფლებში. ასეთი ადამიანი აუცილებლად შეძლებდა ცხენის გაჩერებას, რადგან რუსეთში ყველაზე ძლიერი ქალია.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკატერინა მუშაობს მაგნიტოგორსკში ZAO მექანიერომონ კომპლექსშიზაიცეევა ცხოვრობს სამხრეთ ურალისში და ძალიან ბავშვობიდან სპორტში მონაწილეობს. ეკატერინამ და მანამდე მან შედეგი გამოიღეს რუსეთის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მძლეოსნობის და ძალაუფლების გათამაშებაში.
ძალაუფლების მიუხედავად, ეკატერინა ზაიტევას ძალიან კეთილი და საძაგელი ადამიანია, მას შემდეგ, რაც ოქროს ვეფხვის მრავალ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა, ეკატერინას განსაკუთრებული მიღწევებისთვის მასიური ბეჭედი გადაეცა.
2018 წლის აპრილში მოსკოვში გამართულ პრესტიჟულ პრესტიჟულ ტურნირში 31-წლიანი ძალაუფლება მიიღო.
ეკატერინე ზაიცევას ტრენერი - ანდრეი პალეი, რომელიც ეროვნული ენერგეტიკის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიაშეჯიბრებებში ახალგაზრდა ქალმა შეძლო გაოცება თავისი მწვრთნელი და მისი მეტოქეები სცემეს და 200 კგ წონით აიღო სკამზე.
მამაკაცთა შორის, აბსოლუტური ჩემპიონი კირილ სარიჩევიაზაიტევას აზრით, მისი მწვრთნელი "190 კგ-ს დასვამს", მაგრამ როცა დაინახა, რომ წონა უფრო მძიმეა, ის არ უარი თქვა, მაგრამ მისი მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა.
ამჟამად, კეტრინ არის ერთადერთი აქტიური სპორტსმენი რუსეთიეკატერინა ზაიტევას აქტიური სპორტსმენების რეკორდულ მფლობელს და მესამე რუსი პლეიფტიერებს, რომლებმაც მოახერხეს ამ წონაში მოჭრილი ბარბერი.
მწვრთნელი ზაიტევვა - ანდრეი პალეი, რომელიც ამჟამად რუსეთის, ევროპისა და მსოფლიოს განმეორებითი აბსოლუტური ჩემპიონიაგამარჯვების შემდეგ სპორტსმენმა აღიარა, რომ მისი გეგმები 20 კილოგრამს მოხსნის და მსოფლიო რეკორდი დაარღვია. ის ფაქტი, რომ ის კეტრინშია, მისი მწვრთნელი ეჭვგარეშეა. მისი თქმით, გოგონა ძალიან შრომისმოყვარე და მდგრადია და სპორტისთვის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.
კეტრინის ცხოვრება დიდ ნაწილს იკავებს, ძლიერი ქალი კი არა მარტო დიდ წონაში, არამედ სასტიკ მოტოციკლებსაც ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერია ტიტული, ეკატერინე რჩება მყიფე მიმზიდველი ქალბატონი.
ცნობილია, რომ ზაიცევმა ცხოვრობს მაგნიტოგორსკში და მუშაობს როგორც პროექტში ინჟინერი დიდი ქარხნის წარმოების ფოლადის პროდუქტებისთვის. გოგონა არ არის დაქორწინებული და უთმობს ყველა თავისუფალ დროს მომზადებას და სხვადასხვა ტურნირებისთვის ემზადება.
ამჟამად, ეკატერინე ზაიტევვაია ერთადერთი აქტიური სპორტსმენია, რომელმაც 200 კგ წონით გაზარდა. მანამდე კი რუსეთში ყველაზე ძლიერ ქალთა ტიტული მიიღო ანა გლუშკოს და მარინა კიგლევმა. | 2019-12-15 08:56:40 | https://ka.p-ifashion.com/804-this-lady-is-200-kilograms-the-most-powerful-woman-in.html | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575541307797.77/warc/CC-MAIN-20191215070636-20191215094636-00351.warc.gz | 10,706 | 415,384,335 |
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო 52 წლის ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმის არსებით განხილვას 27 მარტს დაიწყებს, იუწყება Новости-Грузия სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
საქართველო პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს ლონდონისგან ორი წელი ელოდება >>
პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოში, ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ იარდმა მისი სწრაფი სიკვდილი საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით მიზეზად გულის იშემიური დაავადება დაასახელა.
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმე საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. პროკურატურა არ უარყოფს მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ამასთანავე ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიგეგმა მისი მკვლელობა. აღნიშნულის მტკიცების საფუძველი გახდა 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიოჩანაწერები, რომელიც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში სხვა ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის დაკავებისას აღმოაჩინა.
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამ ყოფილ თანამშრომელს - გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, და ლევან ქარდავას. მერებაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
შიუკაშვილი ოთხწლიან სასჯელს იხდის პოლიტიკოსების ინტიმური ფარული ჩანაწერების შექმნის საქმეზე. თბილისის სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის ივლისში მიუსაჯა. გარდა ამისა, შიუკაშვილის გვარი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის საქმეში.
რაც შეეხება ლევან ქარდავას, მას სასამართლომ 2006 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის გამო, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, 2014 წელს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. | 2019-03-20 00:03:03 | https://sputnik-georgia.com/incidents/20190314/244679336/When-will-the-case-of-Patarkatsishvilis-murder-be-heard-in-court.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202161.73/warc/CC-MAIN-20190319224005-20190320010005-00418.warc.gz | 16,426 | 627,483,558 |
1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავლის, განყოფილების სკოლის 1912 წლის შემოსავალ-გასავლისა და 1911-1912 სასწავლო წლის ანგარიშები, ასევე გამგეობის მოქმედების 1912 წლის ანგარიში და ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. ცნობას ამის შესახებ ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის მაგიერ ი. პაატაშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28132 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28132]; წვდომის თარიღი: 2019-10-23 | 2019-10-22 22:42:22 | http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28132 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987824701.89/warc/CC-MAIN-20191022205851-20191022233351-00343.warc.gz | 7,361 | 177,052,372 |
გთავაზობთ ნებისმიერი სახის დოკუმენტის და მასალების თარგმნას
თარჯიმანთა ბიურო გთავაზობთ მთაგრმნელობით მომსახურეობას ყველა ენაზე.
ბიუროს აქვს თარგმნის მრავალწლიანი გამოცდილება. ვთარგმნით ნებისმიერი სირთულის ტექსტს და რაც მთავარია, მინიმალურად შესაძლო ვადებში და მაქსიმალური ხარისხით. ვმუშაობთ ონლაინ რეჟიმშიც.
ჩვენთან მოქმედებს თანამშრომლობის მოქნილი სისტემა:
სათარგმნ მასალას აგზავნით / იღებთ ინტერნეტის საშუალებით.
თარჯიმნის ხელმოწერით ან ნოტარიული დამოწმების საჭიროების შემთხვვაში, დამოწმებულს.
ასევე მოქმედებს სანოტარო მომსახურებაც: მოგემსახურებათ მაღალ კვალიპიციური ნოტარიუსი.
რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ფრანგულ,ესპანურ, იტალიურ, პორტუგალიურ, ნიდერლანდურ, შვედურ, პოლონურ, რუმინულ, ჩეხურ, სლოვაკურ, ბერძნულ, ებრაულ, არაბულ, სპარსულ, იაპონურ, ჩინურ, ესტონურ, ლიტვურ, უნგრულ, სერბულ ენებზე ნოტარიული დამოწმებით, ასევე დიდი რაოდენობით ტექსტების აკრეფას, ასლის გადაღებას და კომპიუტერულ მომსახურებას. | 2019-10-21 16:06:43 | http://dejure.ge/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987779528.82/warc/CC-MAIN-20191021143945-20191021171445-00487.warc.gz | 12,567 | 51,122,972 |
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას, სამი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან ორი ჩვილია
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ორი ჩვილი.
ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო პუნქტში არიან გადაყვანილი.
გამოძიება ფაქტზე 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითაა დაწყებული, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე | 2019-03-26 15:21:21 | http://brandnews.ge/index.php/news/georgia/4723-2018-07-14-16-51-55 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912205534.99/warc/CC-MAIN-20190326135436-20190326161436-00378.warc.gz | 5,530 | 32,244,065 |
ინდოეთი არის ადგილი, სადაც საზოგადოებისა და სხვადასხვა სცენების მოზიდვაა, ხოლო გლობპტროტრთა ბრბო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ ტოპოგრაფიაში, ფიზიკურ და საზოგადოებებში შეტანილი შესანიშნავი და მრავალფეროვანი ჯიშის ღირშესანიშნაობები და მინიშნებები. მოგზაურობა ინდოეთში და შეისწავლოთ ბუნების ნიჭი და კაცობრიობის უძლური ნიშნები, რომლებიც ამ ერის სცენაზე დაბს. ზემოთ გორაკები, თავგადასავალი და მომაჯადოებელი პლაჟები, ექსკლუზიური არქიტექტურული სასწაულები, იმპერიული სამეფო რეზიდენციები და ა.შ. ამგვარად უზრუნველყოფენ სხვა მიდგომებს შორის, რაც პლანეტაზე აღარ იქნებოდა.
ტურისტები დაინტერესებულნი არიან ინდოეთში მოგზაურობენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტურისტული ინდოეთის პაკეტებით, რადგან არსებობს ინდოეთში ინდოეთის მასშტაბური მონახულება. გაითვალისწინეთ მისი უბნების კულტურის კომპონენტებში მორგება, მაგალითად, ლეგენდები, მუსიკა, გადაადგილება სტრუქტურები, ტანსაცმელი და დიზაინის ჩარჩოები, სამზარეულოები, როგორც თქვენ ერით გადაადგილდება. Sand Pebbles ტურები მოგაწვდით ამ გასაოცარი, სწავლის, აღდგენისა და მხიარულ მოგზაურობებს თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტების საშუალებით. | 2019-03-26 06:59:32 | https://ka.sandpebblestours.com/popular-tours-india | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204857.82/warc/CC-MAIN-20190326054828-20190326080828-00455.warc.gz | 23,473 | 536,266,899 |
ინტერნეტ–ჟურნალში (იხ. ჟურნალის შესახებ) დამატებულია ახალი მასალები. ეს პროცესი გაგრძელდება. ამასთან, ავტორი ამიერიდან თითქმის ყოველდღიურად შემოგთავაზებთ მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვასა და ანალიზს. მაგრამ საიტის შენარჩუნებისა და შევსება-განვითარების მიზნით, იძულებული ვართ დავაწესოთ ფასიანი რეგისტრაცია, რადგან ამგვარი საიტის მომსახურება და მისი შევსება საკმაოდ ძვირი ჯდება.
მიმდინარე წლის რეგისტრაციის ფასია 10 ლარი.
რეგისტრაციისათვის საკმარისია გქონდეთ ანგარიში ნებისმიერ ბანკში და გადმორიცხოთ 10 ლარი (უმრავლეს ბანკებში ეს შესაძლებელია ტელეფონითაც) ანგარიშზე
მთაწმინდის ფილიალი - 220 101 821
უცხოეთიდან 10 ლარის ექვივალენტის გადმოსარიცხად საჭირო ინფორმაციისთვის დაკლიკეთ აქ
რასაკვირველია, შეგიძლიათ ისარგებლოთ აგრეთვე სწრაფი გადმორიცხვის ნებისმიერი სისტემით («იუნისტრიმი», «ანელიკი», «უესტერნ იუნიონი», „კონტაქტი“ და ასე შემდეგ) – საბანკო ანგარიშის გარეშეც.
მიმღები: საქართველო, თბილისი, დავით გამცემლიძეშეგიძლიათ აგრეთვე ისარგებლოთ უახლესი ქართული ანონიმური ინტერნეტ-ანგარიშსწორების სისტემით www.emoney.ge.
www.emoney.ge – ს სისტემაში თქვენი დეპოზიტის შევსება კი იოლად შეგიძლიათ თითქმის ყველა დიდ მაღაზიაში დადგმული მომენტალური გადახდის ლურჯი აპარატებით (ბმული ინტერნეტ-IP ტელეფონია).თანხის გადმორიცხვის შემდეგ, გთხოვთ შეგვატყობინოთ ამის შესახებ მისამართზე dato1982@experti.ge. ან zezva32002@yahoo.com
თქვენი რაიმე მონაცემის მითითება აუცილებელი არ არის (თუმცა სასურველია – იდენტიფიკაციის გასაიოლებლად) - საკმარისია წერილში მიუთითოთ თუ რომელი ბანკის (ფილიალის) მეშვეობით განახორციელეთ ტრანზაქცია, როდის (დაახლოებით საათი) და რომელი ქვეყნიდან.
როგორც კი თანხა აისახება ჩვენს ნებისმიერ ანგარიშზე (სულ 12-18 სამუშაო საათი), თქვენს საფოსტო მისამართზე მიიღებთ სარეგისტრაციო კოდს (პაროლს), რომელიც, მიმდინარე წლის განმავლობაში, საიტზე შეუფერხებლად მუშაობის საშუალებას მოგცემთ. | 2019-03-25 12:37:36 | http://www.experti.ge/stat.php?st=632 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912203947.59/warc/CC-MAIN-20190325112917-20190325134917-00544.warc.gz | 4,044 | 275,534,881 |
ერთი შეხედვით ძნელია წარმოიდგინო რა კავშირი შეიძლება იყოს ღრძილების დაავადებასა და სისხლძარღვოვან უკმარისობას შორის, რომელიც ხშირად გულის ინფარქტის ან იშემიური ინსულტის მიზეზი ხდება. კვლევების შედეგად დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ არაკონტროლირებადი პაროდონტიტის მქონე პირებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობა 2-ჯერ მეტია. ასევე არსებობს მონაცემები პირის ღრუში არსებული ინფექციის კავშირის შესახებ იშემიურ ინსულტთან. Continue reading “პაროდონტიტიდან ინსულტამდე” | 2018-03-19 10:48:36 | https://kbilebi.com/tag/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98/ | crawl-data/CC-MAIN-2018-13/segments/1521257646875.28/warc/CC-MAIN-20180319101207-20180319121207-00645.warc.gz | 25,151 | 610,405,825 |
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 170 944 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 9 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები.
„დღეისთვის დაყადაღებულია ერთი მიწის ნაკვეთი, ტარდება სათანადო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. | 2019-10-18 13:56:47 | http://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/24531-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682998.59/warc/CC-MAIN-20191018131050-20191018154550-00450.warc.gz | 16,251 | 2,341,399 |
ერთხელ მეფე სოლომონთან ორი ქალბატონი მივიდა, რომლებიც შვილის თაობაზე დაობდნენ. ორივე ამბობდა, რომ ბავშვი თავისი იყო. ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები და არც ერთი არ თმობდა არაფერს. ბავშვი ძალიან პატარა იყო და საუბარი ჯერ არ შეეძლო. ასე რომ იგი ნამდვილად ვერ გამოდგებოდა სიმართლის დასადგენად.
სოლომონი ცოტა დაფიქრდა და მოდავეებს შესთავაზა , რომ შვილი შუაზე გაეყოთ. ნახევარი ნაწილი ერთ დედას დარჩებოდა და ნახევარი კი მეორეს.
პირველი ქალი დასთანხმდა სოლომონ მეფეს.
,,დაე, ესე იყოს. არც ჩემი და არც მისი. გავჭრათ ბავშვი შუაზე და მე თუ აღარ მეყოლება მასაც ხომ აღარ ეყოლება?!” – ტირილით თქვა მან.
მეორე ქალი მუხლებზე დაემხო და სოლომონს სთხოვა :
,,მიეცით მას. მირჩევნია სხვისი გახდეს, ვიდრე მისი სიკვდილი ვნახო”.
–მშვენიერია – ღიმილით თქვა სოლომონ ბრძენმა. მან უკვე იცოდა, თუ როგორ გადაეწყიტა ეს დავა . . .
სიყვარული ეგოიზმის გრძნობაზე ბევრად უფრო ძლიერია . . . | 2019-10-19 10:13:58 | http://4motivi.com/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692723.54/warc/CC-MAIN-20191019090937-20191019114437-00331.warc.gz | 13,621 | 3,850,303 |
მოგზაურები საქართველოდან - ეპიზოდი 9 | ინდონეზია, სამხრეთ სულავესი
მოგზაურები საქართველოდან - ეპიზოდი 9 | ინდონეზია, სამხრეთ სულავესი, ადგილი სადაც დღემდე მუმიებს აკეთებენ.
ვიდეო არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი და მგრძნობიარე ფსიქიკის მქონე პირთათვის ⚠ ⚠ ⚠
ყოჩაღ, ბიჭებო, ძალიან საინტერესოა. მშვიდობით გევლოთ და ბევრი საინტერესო ვიდეო დაგედოთ, ხოლო ბოღმიან და მდაბალი სულის ადამიანებს, საზიზღარი კომენტარებით თავიანთ არარაობას რომ ამტკიცებენ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ!
ბაჩანა ჭითავა 7 months ago
ამბობდა ბატონი დავითი ყველაფერი კაი დაგემართოთო და აი შორტებიანი ქართველებიც ))) | 2019-03-18 21:50:37 | http://www.downvideofb.com/video/278036909416636 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912201707.53/warc/CC-MAIN-20190318211849-20190318233849-00239.warc.gz | 6,569 | 262,835,636 |
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი |
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე |
სს ,,კრედო ბანკი“ არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს ,,კრედო ბანკის“ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს ,,კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსეთ აპლიკაცია. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სესხის ოფიცერი ყვარელში).
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გამოცდილი სესხის ოფიცერი ბოლნისში კრედო ბანკი 23 სექ - 20 ოქტ |
გამოცდილი სესხის ოფიცერი თეთრიწყაროში კრედო ბანკი 23 სექ - 20 ოქტ |
განვადების მენეჯერი თიბისი ბანკი 09 ოქტ - 23 ოქტ |
განვადების ოფიცერი ბათუმში ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი 02 ოქტ - 16 ოქტ |
განვადების ოფიცერი იმერეთში კრედო ბანკი 08 ოქტ - 22 ოქტ |
დამწყები კრედოელი კრედო ბანკი 11 ოქტ - 20 ოქტ |
მინი დაკრედიტების ექსპერტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი 04 ოქტ - 02 ნოემ | | 2019-10-15 15:18:22 | https://www.hr.ge/announcement/84923/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986659097.10/warc/CC-MAIN-20191015131723-20191015155223-00453.warc.gz | 10,742 | 829,272,876 |
ფერმერები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ მეფუტკრეობის დარგის რენტაბელობელობის ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფუტკრის დაავადებების ცოდნას და მათთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების გატარებას.
ფუტკრის დაავადებათა კლასიფიკაცია დაყოფილია ეთიოლოგიის ანუ გამომწვევი მიზეზის მიხედვით – გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებად.
გადამდები დაავადებები თავის მხრივ იყოფა ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებად.
ინფექციური დაავადებების გამომწვევები არიან მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, ინვაზიური დაავედებებისა კი ცხოველური წარმოშობის მიკრო და მაკრო ორგანიზმები.
არაგადამდები ჯგუფის დაავადებები გამოწვეულია ფუტკრის არასწორი მოვლა-შენახვისა და არასრულფასოვანი და უხარისხო საკვებით კვების შემთხვევაში.
ჯანმრთელ საფუტკრეში დაავადების აღმძვრელი შეიძლება მოხვდეს:
- სხვა საფუტკრის ფუტკრებთან კონტაქტით;
- მეფუტკრის ინფექციის აღმძვრელით დაბინძურებული ხელებით;
- მწერებით, ხოჭოებით ჭიანჭველებით და სხვა.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია პროფილაქტიკურ-ჰიგიენური ღონისძიებების დაცვა და ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახების ყოლა საფუტკრეში!
საქართველოში ფუტკრის გავრცელებული დაავადებებიდან დღესდღეობით აქტუალურია:
ინვაზიურიდან – ვაროატოზი, ნოზემატოზი, აკარაპიდოზი;
ინფექციურიდან – ამერიკული და ევროპული სიდამპლეები;
ვაროატოზი მძიმედ მიმდინარე ინვაზიური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სამამლე და სამუშე ბარტყს, ჭუპრს და ზრდასრულ ფუტკარს. დედა ფუტკრის ბიოლოგიური განვითარების ხანმოკლე ციკლის გამო ტკიპები სადედეში ვერ ვითარდებიან და ვერ აზიანებენ მას. ეს დაავადება გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, შეტანილია საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს ბ სიაში (საკარანტინო დაავადება).
დაავადების აღმძვრელი არის ტკიპი varoa destructor, კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მისი სხეული ოვალური, მოყავისფრო და ბრტყელია. მოძრაობს ოთხი წყვილი კარგად განვითარებული ფეხის საშუალებით. აქვს საჩხვლეტი საწუწნი პირის აპარატი. ერთ ფუტკარზე შეიძლება რამოდენიმე ტკიპი შეგვხვდეს. უსაკვებოდ ტკიპები ხუთ დღემდე ცოცხლობენ.
დაავადების წყაროა დაინვაზირებული ფუტკრის ოჯახები. ტკიპს ავრცელებენ: მოხეტიალე ფუტკრები, მამლები, ოჯახის გაძლიერების მიზნით დაავადებული ბარტყიანი ჩარჩოს ჩამატება, ნაყრები და სხვა. დაავადებული ფუტკრის ოჯახები სუსტდება, შთამომავლობა ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია, მცირდება ფუტკრის იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
ტკიპი ადვილად ეგუება ფუტკრისათვის პათოგენურ მიკრობებს, ვირუსებს და ხანგძლივად გამოყენებულ სამკურნალო- პროფილაქტიკურ საშუალებებს, ამიტომ მასთან ბრძოლა მსოფლიო პრობლემად რჩება. მსოფლიოში მოწინავე სპეციალისტები მუშაობენ ტკიპის ორგანიზმში არსებული მიკროფლორის შესწავლაზე, რათა შეძლონ უშუალოდ ტკიპის დაავადება და მისი ამ გზით განადგურება.
ტკიპები იკვებებიან ბარტყის და ფუტკრის ჰემოლიმფით, რის შედეგად იბადებიან უსიცოცხლო, მახინჯი, უფრთო ფუტკრები, ტკიპებისაგან შეწუხებული ფუტკარი მოუსვენრობს. გუნდს ვერ კრავს და გაღიზიანებისაგან ზოგჯერ ემართება ფაღარათიც.
მკურნალობა: ვაროკომი, ასკოვარი, ვაროსტოპი, ეკოსტოპი და სხვა. (პრეპარატების მოხმარების წესი იხილეთ ამავე ბროშურაში განთავსებულ ინსტრუქციებში).
აკარაპიდოზი ტრაქეაში მობინადრე მიკროსკოპული ტკიპით (Acarapis woodi Rennie) გამოწვეული ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც მუშა, ასევე დედა და მამალი ფუტკრები.
დაავადება გვხვდება ადრე გაზაფხულზე. ზამთარში გუნდი იშლება, ფუტკარი გაღიზიანებულია, აღინიშნება ფაღარათი, კუჭის გასაწმენდად გამოსული ფუტკარი ვერ ფრენს, მოწყვეტით ეცემა ძირს, დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია ასიმეტრიულად გაფარჩხული ფრთები. სკაში ფუტკრები ერთმანეთს აინვაზირებენ თანდათანობით. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ფუტკრის ოჯახების უკონტროლო გადაზიდვა, სუსტი ოჯახების გაერთიანება, დაავადებულიდედების ჩასმა, ფუტკრების ქურდობა და სხვა.
ორივე დაავადების შემთხვევაში დიაგნოზი ისმევა კლინიკური ნიშნების, ანამნეზისა და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე!
მკურნალობა: ეკოსტოპი, ჭიანჭველმჟავა და სხვა.
ნოზემატოზი ფუტკრის ინვაზიური გადამდები დაავადებაა, გამომწვევია მიკროსპორიდია Nozema apis და ceranae. აღმძვრელი საკვებთან ერთად ხვდება ფუტკრის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ლოკალიზდება ძირითადად შუა ნაწლავში და იწვევს ფაღარათს. კლინიკური ნიშნების გამოვლინება ხდება ზამთრის ბოლოს და ადრე გაზაფხულზე. Nozema apis შემთხვევაში ფუტკარი აგზნებულია, ემართება კუჭის აშლილობა. სკის შიგნითა კედლები, ფიჭები და ჩარჩოები დასვრილია ფეკალით.
ჩარჩოების ამოღებისას ფუტკარი ფიჭაზე ვერ მაგრდება და ცვივა. სკის ძირზე აღინიშნება დიდი რაოდენობით დახოცილი ფუტკარი. Nozema cerane-ის არსებობისას ვლინდება დაავადების ფარული ფორმა, გაზაფხულზე ავადმყოფი ოჯახები ვითარდება უფრო სუსტად. ზოგჯერ აღინიშნება სკის წინ მცოცავი ფუტკრები.
ყველაზე დიდი განსხვავება Nozema cerane-სა და Nozema apis-ს შორის იმაშია, რომ მეორე იწვევს ფუტკრის მეტად სწრაფ დახოცვას. ფუტკრები იღუპებიან დასნებოვნებიდან 8 დღეში. ყველაზე მეტად ზარალდება მუშა ფუტკარი. ისინი ტოვებენ ოჯახს, მაგრამ იმდენად სუსტები არიან, რომ ვეღარ ბრუნდებიან და გარეთ იხოცებიან.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მანანა თაფლზე დაზამთრება, ხანგრძლივი ზამთარი და მაღალი ტენიანობა.
მკურნალობა: ნოზესტატი (პრეპარატების მოხმარების წესი იხილეთ ამავე ბროშურაში განთავსებულ ინსტრუქციებში).
ევროპული სიდამპლე ღია ბარტყის ინფექციური დაავადებაა. გამომწვევია BBact. Pluton ბარტყი მოყვითალოა, გახრწნილ მასას მჟავე სუნი აქვს, მასა წელვადი არ არის, ბარტყი ჭრელია, დაავადებას ხელს უწყობს ბუდის გაციება. ფუტკრის ოჯახი ავადდება გაზაფხულზე და ზაფხულში. დაავადების მიმდინარეობა ღალიანობის პერიოდში დროებით ქრება და ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე ხელახლა ვითარდება.
ამერიკული სიდამპლე გადაბეჭდილი ბარტყის ინფექციური დაავადებაა, რომელიც გვხვდება ზაფხულში, იშვათად გაზაფხულზე. გამომწვევია Bact. Lavre ბარტყი ჭრელია, სახურავები ჩაჩხვლეტილია, დამპალი ბარტყი მოყავისფრო, წელვადია და აქვს სადურგლო წებოს სუნი, გახრწნილი მასა მიკრულია უჯრედის კედელზე.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ცხელი ამინდები. სიდამპლეების გამომწვევი მიკროორგანიზმები ბარტყის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად. დაავადებულ ოჯახში მკვეთრად მცირდება ახალგაზრდა ფუტკრის რაოდენობა, დახმარების გარეშე ოჯახი იღუპება.
აუცილებელია მუდმივად ვფლობდეთ ინფორმაციას მსოფლიოში მეფუტკრეობის პრობლემების შესახებ, კერძოდ, ისეთი დაავადებების შესახებ როგორიც არის ინვაზიური ტროპილელაფსოზი და სკის მცირე ხოჭო. ეს დაავადებები დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყნებში. ამ მიმართულებით აუცილებელია ჩატარდეს ტრენინგები რეგიონებში, რათა ადგილობრივი მეფუტკრეები ინფორმირებულნი იყვნენ.
ამ ყოველივეს განხორციელება გააუმჯობესებს საფუტკრეების ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო ბაზრისათვის ჭარბი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიწოდებას. ფუტკრის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება, მოგვცემს საშუალებას ქართული
მკურნალობა: ევროპული და ამერიკული სიდამპლეების სამკურნალოდ
გამოიყენება-ბაქტოციდი V, ვესტა, და სხვა.(პრეპარატების მოხმარების წესი იხილეთ ამავე ბროშურაში განთავსებულ ინსტრუქციებში).
ასკოსფეროზი ანუ ჩაკირული ბარტყი, სოკოვან დაავადებას მიეკუთვნება, გამომწვევი – Ascosphaera apis. სოკო პათოგენურია 3-4 დღის ბარტყის მიმართ, ავადდება ღია და გადაბეჭდილი, სადედე, სამამლე, სამუშე ბარტყი. დაავადება გვხვდება აპრილიდან ოქტომბრამდე.
ფუტკრები არ ავადდებიან ისინი მხოლოდ დაავადების აღმძვრელის გადამტანები არიან. ბარტყი ჩაიკირება და მოგვაგონებს მოთეთრო ცარცის ნატეხს, მუმიფიცირებული ჭუპრები მუქი ნაცრისფერი ან მოშავოა. ბარტყი იღუპება ჭუპრის სტადიაში, ჩაკირული ბარტყი აღინიშნება როგორც ფიჭაზე, ისე გადმოყრილი სკის ძირზე, მისაფრენზე და საფრენის წინა მოედანზე.
აუცილებელია მუდმივად ვფლობდეთ ინფორმაციას მსოფლიოში მეფუტკრეობის პრობლემების შესახებ, კერძოდ, ისეთი დაავადებების შესახებ როგორიც არის ინვაზიური ტროპილელაფსოზი და სკის მცირე ხოჭო. ეს დაავადებები დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყნებში. ამ მიმართულებით აუცილებელია ჩატარდეს ტრენინგები რეგიონებში, რათა ადგილობრივი მეფუტკრეები ინფორმირებულნი იყვნენ.
ამ ყოველივეს განხორციელება გააუმჯობესებს საფუტკრეების ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო ბაზრისათვის ჭარბი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიწოდებას. ფუტკრის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება, მოგვცემს საშუალებას ქართულიპროდუქცია გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე. მკურნალობა: ასკოვარი, ფუნგისანი და სხვა.(პრეპარატების მოხმარების წესი იხილეთ ამავე ბროშურაში განთავსებულ ინსტრუქციებში).
მეფუტკრე ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გარდა არსებობს ფუტკრის არაგადამდები დაავადებებიც.
არაგადამდები ჯგუფის დაავადებები გამოწვეულია ფუტკრის არასწორი მოვლა-შენახვის, არასრულფასოვანი და უხარისხო საკვებით კვების შემთხვევაში, ასევე ფუტკრის მავნებლების-კვირიონის, ჩრჩილის დიდი პეპელას, თაგვის, ჭიანჭველას და სხვათა მიერ.
არაგადამდებ დაავადებათა შორის უმნიშვნელოვანესია ფუტკრის მოწამვლა სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატებითა და პესტიციდებით, რაც დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას. პესტიციდებით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეფუტკრე წინასწარ იყოს ინფორმირებული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატებისა (ძირითადად მინერალური სასუქების) და პესტიციდების მოქმედების ვადების და მისი აქტივობის ხანგრძლიობის შესახებ.
ფუტკრის ოჯახების დასაცავად უპირველესად საჭიროა სკაში ფუტკრის იზოლაცია (იზოლაცია ხანგრძლივი პერიოდით ფუტკრისთვის შემაწუხებელია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მისი ჩახუთვა და მთლიანი ოჯახის დაღუპვა, პესტიციდის დეტოქსიკაციიდან გამომდინარე იზოლაციის მაქსიმალური ხანგრძლიობა შესაძლებელია 4-5 დღე), ან ფუტკრის ოჯახების გადაყვანა კეთილსაიმედო ადგილზე. საჭიროა მებაღეებსა და მეფუტკრეებს შორის წინასწარ მოხდეს შეთანხმება ამ საკითხებზე!
მეფუტკრე ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გარდა არსებობს ფუტკრის არაგადამდები დაავადებებიც. არაგადამდები ჯგუფის დაავადებები გამოწვეულია ფუტკრის არასწორი მოვლა-შენახვის, არასრულფასოვანი და უხარისხო საკვებით კვების შემთხვევაში, ასევე ფუტკრის მავნებლების-კვირიონის, ჩრჩილის დიდი პეპელას, თაგვის, ჭიანჭველას და სხვათა მიერ.
არაგადამდებ დაავადებათა შორის უმნიშვნელოვანესია ფუტკრის მოწამვლა სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატებითა და პესტიციდებით, რაც დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას. პესტიციდებით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეფუტკრე წინასწარ იყოს ინფორმირებული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატებისა (ძირითადად მინერალური სასუქების) და პესტიციდების მოქმედების ვადების და მისი აქტივობის ხანგრძლიობის შესახებ.
ფუტკრის ოჯახების დასაცავად უპირველესად საჭიროა სკაში ფუტკრის იზოლაცია (იზოლაცია ხანგრძლივი პერიოდით ფუტკრისთვის შემაწუხებელია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მისი ჩახუთვა და მთლიანი ოჯახის დაღუპვა, პესტიციდის დეტოქსიკაციიდან გამომდინარე იზოლაციის მაქსიმალური ხანგრძლიობა შესაძლებელია 4-5 დღე), ან ფუტკრის ოჯახების გადაყვანა კეთილსაიმედო ადგილზე. საჭიროა მებაღეებსა და მეფუტკრეებს შორის წინასწარ მოხდეს შეთანხმება ამ საკითხებზე!
ინსტრუქციები: ვაროკომი, ასკოვარი, ვესტა, ბაქტოციდი V
ვაროკომი ვაროატოზის საწინააღმდეგო მაღალეფექტური საშუალებაა. მისი მოქმედი საწყისია ფლუვალინტი. იგი თეთრი ფერისაა, შესქელებული ან გამჭვირვალე მოყვითალო ემულსია კონცენტრანტი. კონტაქტური მოქმედებით იწვევს ტკიპების დამბლას და სიკვდილს.
1მგ. იხსნება 3 ლიტრ ოთახის ტემპერატურაზე მდგომ ჩვეულებრივ წყალში. ფუტკარს ამუშავებენ ადრე გაზაფხულზე, ზაფხულში თაფლის გამოწურვის შემდეგ, პირველი 5 დღის შუალედში ერღ-ერთ დღეს, დილის ან საღამოს საათებში (ვერიდოთ პაპანაქება სიცხეში ფუტკრის დამუშავებას) და გვიან შემოდგომაზე, დატკიპიანებასთან დაკავშირებით 2-3-ჯერ 7 დღის შუალედით გარემოში არანაკლებ 80C–ის დროს.
ოჯახებში, სადაც გადაბეჭდილი ბარტყი არ არის ან უბარტყოა, პრეპარატი ერთჯერადად გამოიყენება 99-100% ეფექტურობით. ბუნებრივი ნაყრები სკაში დასახლდებიან 2-3 დღის შემდეგ. ერთჯერად დამუშავებით, შემდგომში იმ წელს პრეპარატით დამუშავებას აღარ საჭიროებენ.
პრეპარატიანი წყალხსნარი ფიჭებზე მსხდომ ფუტკარს ესხურება ან ესხმება ჩარჩოთა შორის სივრციდან ხსნარის წვრილი ნაკადის გატარ-გამოტარებით თითო ჩარჩო ფუტკარზე 10 მგ. რაოდენობით. მორჩენილი პრეპარატიანი წყალხსნარი ჰერმეტულად, გრილ და ბნელ ადგილზე შენახული, ვარგისია 7 დღის შემდეგ მეორეჯერ გამოსაყენებლად.
პრეპარატი უსაფრთხოა ფუტკრის, დედის და ბარტყის მიმართ, არ იწვევს მომსახურე პერსონალის კანის და სასუნთქი სისტემის გაღიზიანებას. ფუტკრის სხეულზე მყოფ ტკიპებზე სწრაფი ლეტალური მოქმედების გამო პრეპარატისადმი ტკიპების შეგუება გამორიცხულია. ვაროკომის ვარგისიანობის ვადა 2 წელია.
მუშაობისას უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზოგადი წესები!
ასკოვარი ორმაგი მოქმედების პრეპარატია, შექმნილია ვაროატოზის დაავადებისა და ასკოფეროზის საწინააღმდეგოდ. იხსნება 2 ლ სტერილურ წყალში 1 მლ. ესხურება ჩარჩოებს შორის, საშუალოდ ოჯახზე – 100 მლ. 3-4 ჯერ 7 დღის შუალედით.
უნდა აღინიშნოს, რომ ასკოფეროზზე მკურნალობა ზოგჯერ საფუტკრეში გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში მის სრულ ლიკვიდაციამდე.
ვესტა ფხვნილი გამოიყენება დაავადებული ფუტკრის ოჯახზე 5-10გ-ის რაოდენობით 2-3 ჯერ 3-5 დღის ინტერვალით ბუდეში არსებულ ბარტყიან, ფუტკრიან, თაფლიან ჩარჩოზე მსხდომ ფუტკარზე-ნაზი შეფრქვევით.
მკურნალობამდე ძლიერ დაავადებული ოჯახიდან გამოწუნებული უნდა იქნას დაზიანებული ბარტყიანი ფიჭები და გადადნეს ცვილად, ფუტკარი გადაისხას სუფთა სკაში! გამონაცვალ სკას და დამხმარე ინვევტარს მაშინვე უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია!
ბაქტოციდი V გამოიყენება ევროპული და ამერიკული სიდამპლეებით ბარტყისდაავადებებზე საეჭვო საფუტკრეებში პროფილაქტიკის მიზნით გამაღიზიანებელი კვების დროს- 2-3 ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით და დაავადებული ოჯახების სამკურნალოდ გამოჯანმრთელებამდე. ხმარების წინ ფხვნილი იხსნება თბილ წყალში და კარგად ერევა 1:1-ზე მომზადებულ 5 ლ შაქრის სიროფში. ეს დოზა გათვალისწინებულია ფუტკრის 10 ოჯახზე (1 ფ/ოჯახს -0,5ლ ოდენობით)
მკურნალობის მიზნით პრეპარატიან სიროფს ვაძლებთ დაავადებული ბარტყიანი ჩარჩოების გამოწუნების და სუფთა საკებში ფუტკრის გადასხმის შემდეგ. გამონაცვალ სკებს მაშინვე უკეთდება დეზინფექცია
ზოგადი ცნობები: პრეპერატი წარმოადგენს ღია ყვითელი-კრემისფერი შეფერილობის ხის ზონარებს, სუნის გარეშე. თითოეული ფირფიტა შეფუთულია პოლიეთილენის ფოლგაში. თითოეული ინდივიდუალური შეფუთვა თავის მხრივ შეფუთულია ორმაგ ალუმინის ფოლგაში. ათი ფირფიტა პირველად შეფუთვაში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გამოყენების წესი: პრეპარატი ვაროსტოპი გამოიყენება ფუტკრის ოჯახებში ვაროატოზის დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
- ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ფუტკრების ოჯახებში არ არის დიდი ფართობი დაკავებული ფუტკრის ბარტყით;
- აგვისტოს დასაწყისში, როდესაც შეზღუდულია დედა ფუტკრების კვერცხმდებლობა და ბარტყიანი ფართობიმცირეა, ხოლო დანარჩენი ფართობი სავსეა თაფლით და მდედრი ტკიპების უმეტესი ნაწილი ფუტკრებზე იმყოფება;
- შემოდგომაზე – სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც ფუტკრის ბარტყიანი ფართობი პროგრესულად მცირდება.
ვაროსტოპი გამოიყენება უშუალოდ თაფლის გაწურვის შემდეგ!
შეფუთვას ხსნიან უშუალოდ გამოყენების წინ. ფირფიტას ათავსებენ ჩარჩოებს შორის კორპუსის ცენტრში; თითო ფირფიტას ორი ჩარჩოს გამოტოვებით და დატოვებენ 35 დღე, არა უმეტეს 6 კვირისა.
დოზირება დამოკიდებულია ფუტკრების ოჯახის სიძლიერესა და დაავადების სიმწვავეზე:
მკურნალობისათვის – სუსტი ოჯახები 1-2 ფირფიტა; ნორმალურად განვითარებული და ძლიერი ოჯახები 2-4 ფირფიტა.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თაფლის შეგროვების (ღალიანობის) პერიოდში
შენახვა: ვაროსტოპი ინახება 15- 300C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში 40-60% ჰაერის ტენიანობის პირობებში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცვით.
ფუტკრების ვაროატოზის და აკარაპიტოზის (ტრაქეის ტკიპა) პროფილაქტიკა და მკურნალობა.
დოზირება: გამოიყენება ეკოსტოპის 1-დან 3-მდე ფირფიტა გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში, ფუტკრების ოჯახების სიძლიერისა და დაავადების სიმწვავის გათვალისწინებით. პრეპარატის ფირფიტა მოქმედებს 45 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესები: ფირფიტას ხსნიან უშუალოდ გამოყენებამდე, დე ბენ კორპუსის ბუდეში მოთავსებულ ჩარჩოებზე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, კარგად განიავებად სათავსოში, 50C-დან 300C-მდე ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცვით, სითბოს წყაროსგან მოშორებით, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენება თაფლის შეგროვების (ღალიანობის) პერიოდში!
არ არის რეკომენდებული ჰაერის 330C ტემპერატურის ზევით წამლის გამოყენება.
შენახვის ვადა: ვარგისია გამოშვებიდან 24 თვის განმავლობაში.
დანიშნულება: ფუტკრებში ნოზემატოზის დაავადების სამკურნალოდ და პროფილაკტიკისათვის.
გამოიყენება თანაკვების სახით (1:1) შაქრის სიროფთან ან თაფლისა და შაქრის ნარევთან ერთად. ფლაკონი #2-ის (20 მლ.) შიგთავსი შეურიეთ ფლაკონი #1-ის (80 მლ.) შიგთავსს. მიღებული ხსნარის 5 მლ. დაუმატეთ 1 ლ. შაქრის სიროფს ან 1 კგ. თაფლისა და შაქრის ნარევს.
მიღებული სამკურნალო სიროფი გამოიყენება 3-ჯერადად 3 დღის ინტერვალით 500-800 მლ. დოზით. 1 კვირის შემდეგ გაიმეორეთ იგივე სქემით. თაფლისა და შაქრის სამკურნალო ნარევი გამოიყენება ერთჯერადად 200-300 გრ. დოზით. გამეორება შესაძლებელია პირველი დოზის სრულად მიღების შემდეგ 1 კვირაში.
ნოზესტატი არ გამოიყენება ღალიანობის პერიოდში!
ურთიერთმოქმედება სხვა ვეტერინარულ-სამკურნალო საშუალებებთან: დაუშვებელია პრეპარატ ნოზესტატის შერევა სხვა პროფილაქტიკურ და სამკურნალო საშუალებებთან შაქრის სიროფით კვებისას, ვინაიდან პრეპარატის აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს გააჩნია რეაქციაში შესვლის უნარი!
შენახვის პირობები: ნოზესტატი ინახება დახურული, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილზე, 15- 300 C ტემპერატურაზე.
შეფუთვა: ფლაკონი #1 შეიცავს 80 მლ იოდის ხსნარს; ფლაკონი #2 – 20 მლ. ჭიანჭველმჟავას ხსნარს.
შენახვის ვადა: შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია გამოშვებიდან 24 თვის განმავლობაში.
ბიოციდური ხსნარი 50 მლ. და 100 მლ.
გამოყენება: ფუტკრებში, როგორც ასკოსფეროზისა (ჩაკირული ბარყი) და ასპერგილოზის (გაქვავებული ბარტყი) აღმძვრელის მიმართ სადეზინფექციო საშუალება. პრეპარატი ფლობს ფუნგიციდური მოქმედების მექანიზმს, მისი გამოყენება ხდება სკების შიგნითა ზედაპირის და ფიჭის ჩარჩოების დეზინფექცისთვის.
პრეპარატი გამოიყენება როგორც 1% სამუშაო ხსნარი, ჯაგრისით წასმის ან შესხურების გზით და კვების სახით შაქრიან სიროფთან ერთად: 2 მლ ფუნგისანს უმატებენ 2ლ. შაქრის სიროფს და კარგად შეურევენ. მიღებულ ხსნარს იყენებენ ფუტკრების სასმელად სტანდარტული კვების სახით 500 მლ. 3-4-ჯერ 6-7 დღის ინტერვალით.
სკის დეზინფექცია პრეპარატის წყალხსნარით ნაყრის ან ფუტკრის ოჯახის ჩასმამდე. 2 ლ. ანადუღარ წყალს ემატება 20 მლ. პრეპარატი “ფუნგისანი”. გულმოდგინედ ესმევა ჯაგრისით ან ესხურება სკის კედლებსა და ძირს. დანახარჯი _ 150-დან 200 მლ. ხსნარი ერთ სკაზე.
- საკუჭნაოს ჩარჩოების და ფიჭების დეზინფექცია ხდება საწყობში შეტანამდე;
- ფიჭების და ჩარჩოების დამუშავება ბუდის გაფართოვების დროს;
- შესხურება-ფიჭების და ჩარჩოების სადეზინფექციო ხსნარით, 10-დან 20 მლ-ის ოდენობით (20 მლ. პრეპარატი ფუნგისანი 2 ლიტრ ანადუღარ წყალში) ერთ ცალზე გადაანგარიშებით.
პირველადი დახმარებისა და მოწამვლის საწინააღმდეგო ღონოისძიებები – ინციდენტის შემთხვევაში დაზიანებული ადგილის წყლის ჭავლით ჩამობანა.
შენახვის ვადა – წარმოებიდან 2 წელი.
შენახვის პირობები – ორიგინალურ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივებიდან დაცულ შენობაში, ოთახის ტემპერატურაზე.
დანიშნულება: გამოიყენება ფუტკრის ოჯახების სტიმულირებისათვის
მოქმედების მექანიზმი: სტარტოვიტი, მასში შემავალი ნატრიუმის, ქლორის,კობალტისა და ფოსფორის იონების შემცველობის საფუძველზე, სტიმულირებს დედის კვერცხმდებლობაზე და ფუტკრის შრომისუნარიანობაზე. შედეგად, ჩქარდება ფუტკრის ოჯახების ოპტიმალური განვითარება გაზაფხულზე, ხოლო ფუტკრის პროდუქტების მოპოვება – მატულობს, ბარტყის რაოდენობა იზრდება 74%-მდე, ხოლო სეზონის მანძილზე ფუტკრის რაოდენობა მატულობს 30% -მდე. გაზაფხულზე მისი გამოყენება ძლიერ განვითარებულ ფუტკრის ოჯახებში მიგვიყვანს ნაყრიანობის მდგომარეობამდე.
- გაზაფხულზე – სუსტ და საშუალო სიძლიერის ოჯახებში რათა გადაილახოს ცვალებადი პირობები და დაჩქარდეს ოჯახის განვითარება ღალიანობის დაწყებამდე;
- ზაფხულის I ნახევარში – ძლიერ ფუტკრის ოჯახებში, რათა შეიქმნას ნუკლეუსები (ახალი ოჯახები);
- ზაფხულის II ნახევარში – დედის კვერცხმდებლობისა და ფუტკრის ოჯახებში ახალგაზრდა ფუტკრების რაოდენობის შენარჩუნებისათვის.
გამოყენება და დოზირება: თითოეული შეფუთვა შეიცავს 5 პაკეტს, თითოეული 5 გრ-ის ოდენობით. ერთი 5 გრ-იანი პაკეტი იხსნება 10 ლ შაქრის სიროფში (1:1). ფუტკრის ოჯახს ეძლევა 500 მლ. სიროფი 3-5 ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით.
ამრიგად, მეფუტკრე ფერმერი ვალდებულია დაიცვას საფუტკრეში სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და დროულად ჩაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს ფუტკრის სხვადასხვა დაავადება, რომელიც იწვევს პროდუქციის საგრძნობ შემცირებას, უარეს შემთხვევაში ფუტკრის ოჯახების დაკნინებას და განადგურებას, რაც მეფუტკრეს მიაყენებს დიდ ეკონომიკურ ზარალს!
შემდგენლები: მაია ფეიქრიშვილი, ალექსანდრე კორძახია
იხილეთ აგრეთვე: ფუტკრის ძირითადი დაავადებების მკურნალობა ბიომეთოდებით | 2019-10-24 00:02:21 | https://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/phutkris-daavadebebthan-brdzolis-ghonisdziebebi-da-preparatebi.html | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987836368.96/warc/CC-MAIN-20191023225038-20191024012538-00526.warc.gz | 24,743 | 353,915,495 |
პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, რომ მომცა უნიკალური შესაძლებლობა მესწავლა საზღვარგარეთ და ვყოფილიყავი ერასმუსელი სტუდენტი. მადლობელი ვარ ნდობისთვის ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
თამამად შემიძლია ვთქვა ერასმუსი საოცარი სამყაროა, სადაც ყოველთვის გელიან
ერასმუს+ პროგრამა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში გვეხმარება, უცხო გარემოში ადაპტირების უნარებს გვძენს. ისეთი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, რომლებიც ადრე არ გამოგვიცდია, ვხვდებით ჩვენს განსხვავებებსა და მსგავსებებს სხვა კულტურებს შორის.
მე მიყვარს სიახლეების ძიება, გამოცდილების მიღება, ახალი უნარების შეძენა. სწორედ ერასმუსის პროგრამა იყო დიდი შესაძლებლობა ამეხდინა დასახული მიზნები და ოცნებები.
უცხოეთის მონახულება ტურისტული მიზნით, სრულიად განსხვავდება სასწავლო ვიზიტისაგან, რადგან ერასმუსელობა დიდი გამოცდილებაა, რომელიც სრულიად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. იგი სავსეა გამოწვევებით, თავგადასავლებით, მხიარულებით, მოგზაურობით, ყოველდღიურად სწავლობ და იზრდები პიროვნულად.
მინდა აღვნიშნო, რომ ლუბლინის უნივერსიტეტი გამოირჩევა აკადემიური პერსონალით, თუმცა საუნივერსიტეტო ცხოვრების გარდა შეგიძლიათ ნახოთ და გაეცნოთ ქალაქის უამრავ ღირსშესანიშნაობას.
მე გავიღრმავე ცოდნა სამართალში ჩემს პროფესიაში, ასევე შევიძინე ახალი მეგობრები და ახალი კონტაქტები. მე ვიმოგზაურე პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, სადაც საკუთარი თვალით გავეცანი მათ კულტურას.
ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებში. ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი კი ოქსფორდის სტილის დებატები იყო სამართლის კურსში ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკაში, საერთაშორისო სამართალის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა, სტაჟირება კანონის უზენაესობის ფონდში, აგრეთვე საერთაშორისო სამართალში კონფერენცია, სადაც მოხსენება გავაკეთე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ერასმუს პროგრამამ მომცა შესაძლებლობა უფრო ფართოდ და გლობალურად მეფიქრა გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული და ღია სხვა კულტურების მიმართ. | 2019-03-26 08:02:14 | http://sabauni.edu.ge/ge/foreign-relations/erasmusians/student/52 | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912204885.27/warc/CC-MAIN-20190326075019-20190326101019-00524.warc.gz | 7,437 | 173,485,793 |
გურამ ნიკოლაშვილი: გვარამია, რომელიც “იმედი”-ს დარბევის მთავარი ფიგურანტი იყო, დღეს მხრებზე მოსხმული ცხვრის მედია-ქურქით საუბრობს მედიათავისუფლების ხარისხზე
მამუკა მდინარაძემ ნაც.მოძრაობა და ევროპული საქართველო პირდაპირ ეთერში ამხილა (ვიდეო)
ხათუნა ხოფერია: ბოლოს სევდია უგრეხელიძეც გამოტყდა (ვიდეო)
კურიოზი მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენაზე (ვიდეო)
კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს (ვიდეო)
სრულიად საიდუმლო პროექტი „მიშა“ - მითი თუ რეალობა?
ღია წერილი პასიურ ქართველ ამომრჩეველს
სალომე ზურაბიშვილის ერთი კომენტარის თაობაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე | 2019-10-14 16:44:42 | https://for.ge/category/siaxleebi.html?page=364 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986653876.31/warc/CC-MAIN-20191014150930-20191014174430-00090.warc.gz | 14,057 | 496,940,479 |
მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში
დუბლინში ევროპის მომავალი ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.
დიდი 10–ის მე–9 ტურში ქუთაისის ,,აიამ“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის ,,ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 14:28 დამარცხდა.
ქუთაისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მეტოქე საკუთარ ლელოს ხაზთან მოამწყვდიეს, მასპინძლები რამდენჯერმე ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ ბოლო ფაზაში ხან არასწორ გადაცემას აკეთებდნენ, ხან ბურთი წინ უვარდებოდათ, ხანაც კი რაქიდან ბურთი ვერ გამოჰქონდათ დროულად. ქუთაისელების შეცდომით კარგად ისარგებლეს, ლოკომოტიველებმა, 20–ე წუთზე დაჩი კოპაძემ ლელო მიითვალა, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა–0:7. 38–ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაამიწა ბურთი მასპინძელთა ჩათვლის მოედანში, წიკლაურმა რეალიზაცია კვლავ ზუსტად დაარტყა 0–14. ,,აია“ მთელი ძალებით გადავიდა იერიშზე, ბადრი დანგაძის ლელოთი და თედო აბჟანდაძის გარდასახვით ქუთაისელებმა ანგარიში შეამცირეს 7:14 და ტაიმიც დასრულდა.
მეორე ტაიმში დიდი ბრძოლა გაიმართა, თუმცა ტაიმის შუაწელიდან სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა, ისინი შერკინებაში უკეთ ირგებოდნენ, ლოკომოტივის ინიციატივა ანგარშზეც აისახა, 55–ე წუთზე კოპაძემ, 75–ე წუთზე კი მაისურაძემ მასპინძლები კიდევ თითო–თითოჯერ დაალელოვეს, წიკლაური რეალიზაციისას კვლავ ზუსტი იყო. ,,ლოკომოტივმა“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა 7:28, თუმცა ,,აიამ“ ბოლოს ისევ გაიბრძოლა სტუმრებს ხაზი ლაშა ლომიძემ გაუჭრა და ბურთიც დაამიწა, აბჟანდაძემ კი ლელო ზუსტად გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა –14:28
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ეტონეთის ნაკრები 80:73 დაამარცხა.
ქუთაისის ,,ტორპედომ" ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის მატჩში ,,საბურთალოს" უმასპინძლა და ქვეყნის ახალ ჩემპიონთან ფრე 0:0 ითამაშა. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა ერთმანეთს ლამაზი ჟესტით მიულოცეს რამდენიმე დღის წინ მოპოვებული ტიტულები.
დღეს საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩის მეორე შეხვედრა გამართა. მილტონ ჰეიგის გუნდმა სამოას ნაკრები მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 27:19 დაამარცხა. პირველ ტაიმში განვითარებული მოვლენები ბორჯღალოსნებს კარგს არაფერს უქადდა. მართალია, თედო აბჟანდაძემ მე–3 წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ ამის შემდეგ სამოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ეს ანგარშზეც აისახა. | 2019-10-22 17:20:21 | http://sport.infokutaisi.com/index.php/sport/itemlist/user/931-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94?start=50 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987822458.91/warc/CC-MAIN-20191022155241-20191022182741-00340.warc.gz | 20,525 | 172,026,407 |
ავტომანქანა სავაჭრო ცენტრთან ხალხის ჯგუფს დაეჯახა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
მანჩესტერში მანაქანამ სავაჭრო ცენტრთან მდგომ 6 ადამიანს გადაუარა. მანჩესტერის პოლიცია იუწყება, რომ შემთხვევა ტერაქტის ხასიათს არ ატარებს და 80 წლის მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ექვსივე ადამიანი ზრდასრულია, ისინი მძიმედ არიან დაშავებულები. მათ ქვედა კიდურების მძიმე დაზიანება აღენიშნებათ. | 2019-03-23 10:34:43 | https://www.palitravideo.ge/yvela-video/msoflio/94682-avtomanqana-savatcro-centrthan-khalkhis-jgufs-daejakha-pirveli-kadrebi-shemthkhvevis-adgilidan.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912202781.83/warc/CC-MAIN-20190323101107-20190323123107-00279.warc.gz | 29,496 | 834,572,172 |
ტრენინგი: სისხლის წარმოების ხარისხის მართვა
სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Healing”-თან ერთობლივად, აღნიშნულ ორგანიზაციასთან 2011 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოში სისხლის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის გაუმჯობესების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, გეგმავს დისტანციური (ონლაინ) სასწავლო კურსის ჩატარებას ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამსახურების/ბანკების პროფესიული კადრების მზადების მიზნით. ტრენინგის თემატიკა მოიცავს სისხლის წარმოების ხარისხის მართვის საკითხებს, როგორიცაა: კარგი საწარმოო პრაქტიკა (GMP), სისხლის და სისხლის კომპონენტების წარმოება, ხარისხის მართვის პრინციპები, პერსონალი, დოკუმენტაციის წარმოება, აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება, მასალების და რეაგენტების მართვა, დონორთა სკრინინგი და დონორთა ჯანმრთელობის დაცვა და შენარჩუნება. სასწავლო კურსში მონაწილეობას მიიღებენ 14 მოქმედი ლიცენზირებული სისხლის სამსახურის/ბანკის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ცენტრის წარმომადგენლები (სულ 100-მდე მონაწილე). ტრენინგები ჩატარდება როგორც ცენტრის, ასევე სისხლის ბანკების ბაზებზე. ტრენინგი ჩატარდება „Global Healing”-ის ტრენერის მიერ და უზრუნველყოფილი იქნება როგორც ლექციების, ასევე გამოყენებული სასწავლო მასალის (powerpoint-ის სლაიდები) თარგმანი ქართულ ენაზე. ლექციები განთავსდება ვიდეო-ჩანაწერების სახით Youtube-ზე (https://www.youtube.com/watch?v=yydl1xqYi34), რომლის დასრულების შემდეგ, ტრენერი და მონაწილეები გააგრძელებენ თემატიკის განხილვას შესაბამისი ონლაინ პლატფორმის (zoom.us) საშუალებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში. სასწავლო კურსი დაიწყება მიმდინარე წლის 17 სექტემბერს და დასრულდება 12 ნოემბერს (ტრენინგის მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენს 9 კვირას, კვირაში ერთი დღე). სასწავლო კურსის შედეგები შეფასდება პედაგოგის ვიზიტით საქართველოში და ტრენინგის შედეგების ადგილზე აუდიტით (სავარჯიშოს ჩატარება). სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. | 2019-10-14 20:16:51 | http://ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=176d7d02-c361-4e18-be32-be32a831ec99&language=en-US | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986655310.17/warc/CC-MAIN-20191014200522-20191014224022-00359.warc.gz | 17,017 | 137,640,338 |
რა მოხდა რიოში / GOING TO BRAZIL
- როლებში:ვანესა გიდი, ელისონ ვილერი, მარგოტ ბანკლინი, ფილიპინ სტენდელი, პატრიკ მილე, ჩიკო დიაზი
- მოკლე აღწერა: სამი გოგონა ჩაფრინდება ბავშვობის დაქალის ქორწილზე ყველაზე გიჟურ დედაქალაქ რიო-დე -ჟანეიროში. სახლიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით მათ იმედი აქვთ , რომ ძალიან კარგად გაერთბიან და შესაძლოა სიყვარულიც კი იპოვონ. გოგონებმა არ იციან როგორი საინტერესო თავგადასავალი ელით წინ, მათ გადარჩენისათვის ბრძოლა მოუწევთ. | 2019-03-27 00:55:37 | http://hdsrulad.com/komediuri/3063--going-to-brazil.html | crawl-data/CC-MAIN-2019-13/segments/1552912207146.96/warc/CC-MAIN-20190327000624-20190327022624-00034.warc.gz | 12,514 | 94,101,379 |
ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უმრავლესობას ჰქვია ქრისტიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ უმცირესობაში თუ არის შესაძლებელი ქრისტეს ამოცნობა. (მე ვლოცულობ და მჯერა ცვლილებების, გამოღვიძების).
მინდა შევეხო საკითხს, რომელზედაც წერა, მსჯელობა და საუბარი არცთუ ისე მარტივია ჩემთვის, რადგან მრავალი ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი და თავად მეც უიმედოდ ვმდგარვართ ამ შემზარავი ტკივილის წინაშე, მაგრამ აღარ მსურს ჩუმად ყოფნა, როდესაც ვისმენ დამახინჯებულ აზრებს ქრისტეზე, ჩემს უფალზე.
გარდაიცვლება შუახნის ადამიანი (ეს სამწუხაროა), რომელიც მთელი ცხოვრება ალკოჰოლიკი იყო და ეს იმიტომ, რომ ოდესღაც თავისი უბნის „ავტორიტეტი“ კაცებისგან მოისმინა: „აბა რა, კაცი უნდა სვამდეს, მეტი რა შეგვრჩება“, და ახლა ყველა ამბობს, რომ თურმე რაც გიწერია, არ აგცდება… ნუთუ შეიძლება, რომ ღმერთი იყოს ის, ვინც თავისივე თითებით შექმნილ ადამიანს ასეთ სასტიკ ბედს უწერს?!
იღუპებიან ახალგაზრდა ბიჭები (ახლაც თვალწინ მიდგას მათი გაყინული და გალურჯებული სახეები) ავტოავარიებში და თურმე ღმერთსაც კარგი ადამიანები ნდომებია თავისთვის და ასე გადაწყვიტა მათი წაყვანა… ნუთუ ღმერთი ზის თავის უზენაეს ტახტზე და გეგმავს, როგორ დახოცოს ახალგაზრდები?!
და თუ მაინც ღმერთს ვინმეს წაყვანის სურვილი გაუჩნდა, წმინდა წერილში ვხედავთ, თუ როგორ უსაფრთხოდ, უვნებლად და სასწაულებრივად წაიყვანა ელია წინასწარმეტყველი ანდა ენოქი. (დაბ. 5:24; 2 მეფ. 2:11).
მახსოვს, 12 წლის ასაკში, როდესაც შუაღამეს მარტო ვიყავი ჩემი მეგობრის საფლავზე და ვფიქრობდი, რომ ღმერთი ბოროტია, რადგან დაუშვა ასეთი პატარა და უდანაშაულო ბავშვის სიკვდილი.
ოხ, მართლაც რომ ვაი და ოხ, რადგან ჭკუის სწავლების მიზნით კი არა, გულის ტკივილით, თანაგრძნობითა და ოხვრით ვწერ… მრავალ მოტირალთან მიტირია იმის გამო, რომ მათმა საყვარელმა ადამიანებმა არ გააკეთეს სწორი არჩევანი და ოჯახს ცოცხლები ვეღარ დაუბრუნდნენ…
დაბადების წიგნში აღწერილია, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნებითა და არჩევანის უფლებით და არა დაპროგრამებული რობოტი.
ღმერთმა გააფრთხილა ადამი და ევა, რომ არ ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი, მაგრამ მათ მაინც იგემეს, რადგანაც ჰქონდათ თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთს არ წაურთმევია მათთვის.
ჩემი ცხოვრების ყოველი დღე შედგება უამრავი არჩევანისაგან… მაგალითად, ღმერთმა ჩადო ჩემს გულში ამ ყველაფრის დაწერის უნარი, მაგრამ მე შემეძლო, არ დამეწერა, რადგან მან დამიტოვა არჩევანის უფლება…
მოდით ვნახოთ, რას ამბობს ღმერთი წმინდა წერილის მეშვეობით:
მეორე რჯული 30:19: „…სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ.“
ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია. ღმერთი არ არის ის, ვინც ძალით იჭრება ვინმეს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ის, როგორც კეთილი მამა, გვაძლევს დარიგებას, რომ ავირჩიოთ სიცოცხლე, რათა ვიცოცხლოთ ჩვენ და ჩვენმა შთამომავლობამ, მაგრამ არჩევანი შენზეა…
ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტიდან გამომდინარე, მსურს, პიროვნების მიერ გაკეთებულ კონკრეტულ არჩევანს შევეხო: დალევ თუ არა, მოწევ თუ არა, ნარკოტიკს მიიღებ თუ არა, სიფხიზლეს შეინარჩუნებ თუ არა, სწორ მაგალითს მისცემ თუ არა მომავალ თაობას, გადააჭარბებ დადგენილ სიჩქარეს თუ არა, გახვალ ამ სახიფათო გასწრების შესასრულებლად თუ არა… შენს პატარა არჩევანზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ასე რომ, ფრთხილად იყავი – რას ირჩევ…
ასევე, მინდა შევეხო ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადამიანს არ გაუკეთებია „ცუდი“ არჩევანი, არ მოუწევია, არ დამთვრალა, არ დაუკარგავს სიფხიზლე, სიჩქარისთვის არ გადაუჭარბებია, მაგრამ მისი სიცოცხლე, სამწუხაროდ, მაინც დასრულებულა.
სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხო, ან როგორ განუგეშო… ვფიქრობ, ძალიან უგუნური ვარ საიმისოდ, რომ ამ საკითხებზე დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეს მაინც არ ყოფილა ღმერთის ნება.
ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ღმერთის ნება არ არის სიკვდილი, სნეულება, ცრემლები, ტკივილი, მარტოობა… მისი ნება არის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი! (რომ. 12:2).
ბოლოს და ბოლოს, როგორ შეუძლია ქრისტეს, დაგეგმოს მათი სიკვდილი და უბედურება, ვის გამოც თავად გახდა წყეული და მოკვდა ჯვარზე?!
ჩემო მკითხველო, არ გეგონოს, რომ არ ვიზიარებ შენს ტკივილს. ვიზიარებ და თანაც როგორ! მაგრამ გთხოვ, ღმერთს ნუ გადააბრალებ ყველაფერს და ნუ დაადანაშაულებ იმაში, რაშიც არ მიუძღვის ბრალი… ღმერთი კეთილი და მწყალობელია, მას უყვარხარ და თუ მაინც ეძებ იმას, ვინც დამნაშავეა სიკვდილში, იესომ თქვა: „ქურდი/სატანა მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.“ (იოანე 10:10).
როგორც თქვა მოციქულმა იოანემ: „ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.“ (1 იოანე 1:5)
ჩემო მკითხველო, თუ გექნება სურვილი უფრო მეტი და სიღრმისეული საუბრისა, გახსნილი ვარ ჯანსაღი და სწორი ურთიერთობისთვის… გაკურთხოს უფალმა!.. | 2019-10-19 07:34:20 | https://blog.jesus.ge/%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986692126.27/warc/CC-MAIN-20191019063516-20191019091016-00261.warc.gz | 19,431 | 404,843,061 |
მესმის, რომ ეს სახუმარო თემა არაა, მაგრამ, მაინც, დასაწყისისთვის, ანეკდოტი: კაცი მიდის ახალთახალი "ლამბორჯინით" ტრასაზე. ტრასა თავისუფალია და მძღოლმაც მიადგა აქსელერატორს. უცებ ხედავს, რომ გადაასწრო ქათამმა. კაცი გაგიჟდა, მიადგა ბოლომდე, მაგრამ ვერ ეწევა. უმატებს მანქანა სიჩქარეს - უმატებს ქათამიც.
ბოლოს ქათამმა ფერმისკენ გადაუხვია. მიჰყვა მძღოლიც. ფერმიდან კაცი გამოვიდა და მძღოლი მივარდა:
- რა ჯიშის ქათამია ეს, თუ ძმა ხარ, მითხარი, "ლამბორჯინით" მივდევ, ერთი საათია, და ვერ გავასწარი!
- ეს, ბატონო, ახალი, მეხორცული ჯიშის ქათამია, ჩვენი გამოყვანილი, ერთი თვის წინ გამოვიყვანეთ!
- მერე როგორია, გემრიელი ხორცი აქვს?
- რა ვიცი, ბატონო, რაც გამოიჩეკნენ, იმის მერე დავდევთ და თუ დავიჭირეთ, მოგახსენებთ აუცილებლად! - მიუგო მეფრინველემ.
ამ ანეკდოტის მორალი ასეთია: ისეთი რამე არ უნდა შექმნა, რომ მერე ვეღარც დაიმორჩილო და ვეღარც გამოიყენო.
მორალი და ხუმრობა იქით იყოს - ამჯერად გადავწყვიტე, ჩემს თანამემამულეებს მივბაძო და ჩემი ყოვლისმმუსვრელი მზერა ჩრდილოეთს მივაპყრო.
სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. შეტაკებების რიცხვი იზრდება. ლიბერალები ხელისუფლებას აბრალებენ სიტუაციის ჩიხში შეყვანას, ხელისუფლება - თავის საქმეს აკეთებს და იმუქრება. ნაციონალისტები კავკასიელებს აძევებენ - რუსეთი რუსებისააო. კავკასიელები რუსებს ემუქრებიან - ყელში ამოხვედით თქვენი ნეოფაშიზმითო...
ახლა მთლად ხომ არ დავემსგავსები ჩემს თანემემამულეებს - თანამიმდევრული ვიქნები და აგიხსნით, რატომ გვეხება ეს ყველაფერი ჩვენ და რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.
პოლიტიკას არ შევეხები - კავკასიელების წინააღმდეგ აგრესია დიდი ხნის წინ დაიწყო და ამაზე ჩემზე უფრო კომპეტენტურები წერდნენ.
მე იმაზე მოგახსენებთ, რომ ამ (და არა მხოლოდ ამ) სიძულვილსა და აგრესიას მხარს ერთი კონკრეტული, კერძოდ, მედია უმაგრებს.
"რკინის ფარდისა" და "ბოროტების იმპერიის" გარდა საბჭოთა კავშირი პროპაგანდის მანქანაც გახლდათ - სიტუაცია ისე იყო, დღეს რომ გვიკვირს ხოლმე ჩრდილო კორეის ამბავი. ერთი დიდი ფილტრი ეყენა საბჭოურ სამაუწყებლო აპარატს და მსმენელ-მკითხველ-მაყურებლამდე მხოლოდ ის ინფორმაცია აღწევდა, რომელიც "ზევით" აწყობდათ. სხვა ყველა საინფორმაციო საშუალების გამოყენება ისჯებოდა კანონით.
მერე ქვეყანა გადაბრუნდა, დადგა დრო სანატრელი და დიდი საბჭოური პრესა პატარ-პატარა პოსტსაბჭოურ პრესებად დაიშალა. ჩვენ რაც მივიღეთ და რაც გვაქვს, ამაზე აღარ გავჩერდები, ყველამ ვიცით.
რუსეთის პრესა რამდენიმე ნაწილად დაიყო, ისევე, როგორც თავად რუსეთის ფედერაცია. შეიქმნა რამდენიმე სამაუწყებლო კომპანია, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგა არსებულ ხელისუფლებას, რომელსაც, თავის მხრივ, პოზიციებს უმაგრებდა ძლიერი სახელისუფლებო მედიასაშუალებები.
ძირითადი მემკვიდრეობა, რაც რუსულმა მედიამ საბჭოური წინაპრისგან მიიღო, ეს ქსენოფობური სარედაქციო პოლიტიკა გახლდათ, რომელიც, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ძირითადი პოლიტიკისგან იშვიათად განსხვავდება ხოლმე.
როცა ქვეყანაში რამე იჩენს თავს, თუ ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს და მის სათავეში მყოფთაგან ვინმეს ტვინი უმუშავებს, ამ რაღაცას, რაც უნდა იყოს, თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ხოლმე.
ასე იქცეოდა კომუნისტური კრემლი - დაუსრულებლად ლანძღავდა, დასცინოდა და კარიკატურებზე "ამათრახებდა ძირგამომპალ კაპიტალისტებს". დანარჩენ თოთხმეტ რესპუბლიკას არ ეკითხებოდა არავინ.
დღესაც დაიწყეს უკვე გაკვალულ გზაზე სიარული და ისევ მედიის საშუალებით ეს დამოკიდებულება სხვა ქვეყნიდან შიგნით, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართეს. განადგურების სინდრომი გადაიქცა თვითგანადგურების სინდრომად, თანამოქალაქეებს ნაციონალისტური დროშით დევნიან. შედეგად მიიღეს ის, რაც დღეს მოსკოვის ქუჩებში ხდება.
თანაც, პროპაგანდას დიდი გავლენა აქვს. რუსეთში სჯერათ, რომ ქართველები 40 მლნ ვართ და მათი ქვეყნისთვის სერიოზულ სამხედრო საფრთხეს წარმოვადგენთ. ამ დაჯერებას კი სწორედ ის პოსტსაბჭოური მედია უზრუნველყოფს.
რუსეთი - რუსებისთვის! მსგავსი ლოზუნგი, შესაბამისი ქვეყნების სახელწოდებებით, არაერთხელ გაჟღერებულა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა ეპოქაში.
და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველა მათგანს ერთნაირი დასასრული ჰქონდა. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი, საკუთარ ისტორიას გადავხედოთ და მივხვდებით.
თუ მოსკოვში რამე მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მედიაზეც უნდა გადანაწილდეს, იმიტომ რომ იმ ურჩხულს, რასაც საკუთარი მოქალაქეების სიძულვილი ჰქვია, სწორედ რომ მედიასაშუალებებმა გაუხსნა გზა, სწორედ მედიამ ახადა პანდორას ყუთს სახურავი. თუ ვისი დავალებით - ეს ცალკე საკითხია.
რაც შეგვეხება ჩვენ - ნათქვამია, მხოლოდ სულელები სწავლობენო საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანები სხვის შეცდომებს იყენებენო სასწავლებლად. ჩვენ ორივე შემთხვევაში მდიდრები ვართ - იმდენი შეცდომა დავუშვით ჩვენც და ჩვენს გარშემო სხვებმაც, რომ თუ მეხსიერებამ და ლოგიკამ არ გვიღალატა, უნდა მივხვდეთ, რომ მართული და ცუდად მართული მედია ხშირ შემთხვევებში დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. | 2019-10-15 10:55:43 | http://www.media.ge/ge/portal/blogs/39786/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986658566.9/warc/CC-MAIN-20191015104838-20191015132338-00431.warc.gz | 11,349 | 288,272,213 |
პოსტში იხილავთ ულამაზეს და განსაცვიფრებელ გამოქვაბულებს…
იმისთვის რომ თქვენმა გადაღებულმა სურათმა დიდი მოწონება დაიმსახუროს აუცილებელი არაა პროფესიონალი ფოტოგრაფი იყოთ პოსტში იხილავთ ამის მაგალითებს…
პოსტში იხილავთ ამერიკელ იოგას პრაქტიკოსს და მისი 4 წლის ქალიშვილის განსაცვიფრებელ ფოტოებს…
პოსტში წარმოგიდგენთ კრეატიულ ნამუშევარს როლმელზეც მუშაობდა 10 კაციანი ჯგუფი ,4 კვირის განმავლობაში, მის დასამზადებლად გამოყენებულია ერთი მთლიანი ქაღალდი რომლის ზომა…
პოსტში იხილავთ საინტერესო, სასარგებლო და კრეატიულ გამოგონებებს…
გიჟური და უცნაური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ამ ფეხსაცმელების დიზანი ეკუთვნის Kobi Levi-ს…
პოსტში ნახავთ ბრიტანელი მხატვრის და დიზაინერის ბენჟამინ შაინის საინტერესო და კრეატიულ ნამუშევარს რომელიც საშუალებას იძლევა დამდნარი სანთელი სრულიად ახალი გახადოს……
არსებობს ფოტოები რომელთა დანახვამაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცეს ვიდრე უბრალოდ წაკითხულმა ამიტომ ვაგრძელებ პოსტს ფოტოები წარსულიდან… | 2019-10-21 04:46:45 | https://ucnauri.com/author/super-user/ | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570987756350.80/warc/CC-MAIN-20191021043233-20191021070733-00447.warc.gz | 17,850 | 740,610,821 |
„მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო რომ ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, ამის შემდეგ იურისტები და ადვოკადეტები ისაუბრებენ. ვინაიდან და რადგანაც დაინტერესება დიდია მედიისა და საზოგადოების მხირდან ვამბობ, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა ვართ არა თუ ამ საქმეში, არამედ მთლიანად იმ პერიოდში რაც ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ მე და ბადრი.
დღეს ურცხვად ითხოვდნენ საქმიდან იმ მასალების ამოღებას, რომელიც ჩვენმა ადვოკატმა მოიპოვა.
ეს ხალხი არ არის ღირსი რომ საქართველოს ემსახუროს, არ არის ჩვენი ქვეყანა იმის ღირსი რომ ასეთი სამართალი ჰქონდეს და ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით, დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ რომ გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის მიერ სავარაუდო ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარეობს. | 2019-10-16 09:51:23 | https://www.pia.ge/post/286156-winasasamartlo-sxdoma-tbilisis-saqalaqo-sasamartlosi-xazaraze-jafarize-weretlis-saqmeze-dasrulda?utm_source=pia&utm_medium=sidebar | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986666959.47/warc/CC-MAIN-20191016090425-20191016113925-00088.warc.gz | 22,923 | 1,045,989,669 |
- ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილზი ისტორიაში შევიდა
- 22 წლის სპორტსმენმა ურთულესი ელემენტები შეასრულა
ტიტულოვანი ამერიკელი სპორტსმენი, 1,42 მეტრის სიმაღლის სიმონ ბაილზი, რომელმაც სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ში გამართულ ჩემპიონატზე ორი ურთულესი ელემენტი შეასრულა, ისტორიაში შევიდა.
22 წლის ბაილზმა, რომელიც 4-გზის ოლიმპიური (რიო 2016) და 14-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, ჯერ ძელზე ზურგსუკან ორმაგი სალტო, 720-გრადუსიანი ბრუნით სუფთად შეასრულა და პირველი ტანმოვარჯიშე გოგონა გახდა, ვინც ეს შეძლო.
მოგვიანებით ის პირველი ტანმოვარჯიშე ქალი გახდა ისტორიაში, რომელმაც ხალიჩაზე სამმაგი დუბლი შეასრულა.
📺 ბაილზის სამმაგი დუბლი ხალიჩაზე
📺 ბაილზის სამმაგი დუბლი (შენელებული კადრი)
სიმონ ბაილზმა აშშ-ის ნაციონალური ჩემპიონატი დამაჯერებლად, სულ კი მეექვსედ მოიგო. ორი დღის განმავლობაშ მან 118.500 ბალი მოაგროვა და თითქმის 5 ქულით ჩამოიტოვა უკან მთავარი კონკურენტი სუნისა ლი.
მოგვიანებით სიმონ ბაილზმა ინსტაგრამში დაწერა: "ის გრძნობა, როდესაც ისტორიას წერ… ორჯერ". | 2019-12-09 11:27:00 | http://static.popsport.com/article/14758-amerikeli-tanmovarjishis-daujerebeli-nakhtomebi-simon-bailzi-istoriashi-shevida | crawl-data/CC-MAIN-2019-51/segments/1575540518627.72/warc/CC-MAIN-20191209093227-20191209121227-00263.warc.gz | 15,559 | 137,309,060 |
პარტნიორი: საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი (GIDC)
ბიუჯეტი: € 42, 828. 00
ვადები: 11 მარტი - 11 ოქტომბერი
მედიის განვითარების ფონდი, Hedayah-ს პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „მუსლიმი თემის ახალგაზრდობის საჭიროებებისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა". პროექტის მიზანია გამოიკვლიოს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის ახალგაზრდების საჭიროებები და მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროები.
პირველი ეტაპი ითვალისწინებს მუსლიმი თემის ახალგაზრდებს შორის, პირისპირ ინტერვიუების სახით, გამოკითხვის ჩატარებას მათი საჭიროებებისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის წყაროების დადგენის მიზნით. მეორე ეტაპი მოიცავს იმ საშუალებების მონიტორინგს, რომლებიც გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება. მესამე, დასკვნითი ეტაპი კი დაეთმობა ფოკუს ჯგუფებში მუშაობასა და მედიისათვის გზამკვლევის შემუშავებას, მუსლიმი თემის საკითხების გაშუქების შესახებ. | 2019-10-18 14:28:50 | http://mdfgeorgia.ge/geo/view_actives/59 | crawl-data/CC-MAIN-2019-43/segments/1570986682998.59/warc/CC-MAIN-20191018131050-20191018154550-00431.warc.gz | 6,840 | 125,697,058 |
End of preview.